მეტროსადგურ „თავისუფლების მოედნის“ მუშაობა განახლდა, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.
მათივე ცნობით, მეტროსადგურ „თავისუფლების მოედნის“ ესკალატორზე არსებული დაზიანება შეკეთდა და სადგურმა მგზავრთა მომსახურება განაახლა.
„აღნიშნულ პერიოდში თბილისის მეტროპოლიტენის დანარჩენი სადგურები ჩვეულ რეჟიმში მუშაობდა.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო და მადლობას გიხდით გაგებისთვის“, – ნათქვამია სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციაში.











კომენტარები