აბუ-დაბიში რუსეთის, აშშ-ისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართება, – ინფორმაციას რუსული მედია მოლაპარაკებებისთვის მზადების პროცესის შესახებ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„პრესას არ დაუშვებენ“, – განაცხადა წყარომ მედიასთან საუბარში.
შეგახსენებთ, დღეს და ხვალ აბუ-დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება.
რუსეთის დელეგაციას რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი უხელმძღვანელებს. მედინსკისთან ერთად რუსეთის დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები სერგეი რიაბკოვი და მიხაილ გალუზინი, ასევე, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი იგორ კოსტიუკოვი და რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსის მოადგილე იური ჟიგარლოვსკი.
უკრაინის დელეგაციას საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი რუსტემ უმეროვი ხელმძღვანელობს. ასევე, დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი, საპარლამენტო ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელი დავით არახამია, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე სერგეი კისლიცა და უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის მოადგილე ვადიმ სკიბიცკი.
რაც შეეხება აშშ-ის დელეგაციას, აბუ-დაბიში მოლაპარაკებებზე ამერიკულ მხარეს აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი წარმოადგნენ.











კომენტარები