ნუგზარ წიკლაური ნემო ბურჭულაძის გარდაცვალებაზე:
,,ნემო ბურჭულაძე გარდაიცვალა – მართალი და ვალმოხდილი
იმ მწარე დღიდან მახსოვს, СНГ სამიტიდან რომ ჩამოვიდა, სადაც საქართველოს სახელით უარი უთხრა ახალ საბჭოთა კავშირში შესვლას – იმ დღეს, ამ უარის პასუხად, თბილისში სამხედრო გადატრიალება დაიწყო და მასთან ერთად ნემო ბურჭულაძის დიდი პატრიოტული ბრძოლაც…
მთავრობის სახლში, შეუჩერებელ დაბომბვებში, დასავლეთ საქართველოში, მიტინგებზე, ჩეჩნეთში, უზენაესი საბჭოს სხდომებზე, ყველგან იყო, სადაც ეს ბრძოლა, სინდისი და საკუთარი ხალხი მოუხმობდა.
არ უძებნია არც ფული, არც დიდება გარდა სიმართლისა და მისი სახე ყოველთვის პატივისცემას აღძრავდა წესიერი კაცის გულში.
მისი სიკვდილის დიდი სიმწარე კიდევ ის არის, რომ ამდენი წლის შემდეგ ისევ რუსეთის აღზევებას ხედავდა თავის სამშობლოში, რომლის თავისუფლებას შეალია სიცოცხლე.
არ ვიცი, როდის რა იქნება, მაგრამ ერთ დღეს ვინმე უთუოდ მოვა შენს საფლავთან და ჩამოგძახებს, რომ შენი ბრძოლა გამართლდა, რომ საქართველო თავისუფალია.”











კომენტარები