რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შოიგუმ 9 ნოემბერს ქართული ოცნება შეაქო და განაცხადა, რომ საქართველოს ხელოსუფლებამ 2024 წელს პროდასავლური ოპოზიციის მიერ წამოწყებული “სახელმწიფო გადატრიალება” აღკვეთა:
“საქართველოს ხელისუფლებამ 2024 წელს პრაქტიკულად აღკვეთა საქართველოს პროდასავლური ოპოზიციის მიერ ინიცირებული სახელმწიფო გადატრიალება და ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვის კურსი აიღო.” – თქვა შოიგუმ დსთ-ს წევრი ქვეყნების უშიშროების საბჭოების მდივნების ყოველწლიურ შეხვედრაზე.
ამავე გამოსვლაში მან საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებასაც დაუჭირა მხარი.











კომენტარები