ბიზნესკლასის ახალი მულტიფუნქციური კომპლექსი „ქრონომეტრი’’ თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს სპეციალურ ფასდაკლებას სთავაზობს. პროექტში, რომელიც საცხოვრებელ ფართებს, ბიზნესცენტრს, გამწვანებულ სივრცეებსა და თანამედროვე ინფრასტრუქტურას მოიცავს, ბინის შეძენა ხელსაყრელი პირობებით არის შესაძლებელი. შეთავაზების ფარგლებში, თიბისი კონცეპტის მომხმარებლები 20%-იანი თანამონაწილეობის შემთხვევაში, დამატებით 5%-იან ფასდაკლებას მიიღებენ.
პროექტის შესახებ
„ქრონომეტრი’’ თანამედროვე მულტიფუნქციური კომპლექსია, რომლის 13 სართულიდან 9 საცხოვრებელ ფართებს ეთმობა, 4 – თანამედროვე ბიზნესცენტრს. შენობა არქიტექტურული ფორმით გამოირჩევა, პანორამული ხედები კი როგორც კომფორტული ბინებიდან, ისე პრემიუმკლასის ოფისებიდან იშლება, რაც საცხოვრებელ და სამუშაო გარემოს ერთნაირად განსაკუთრებულ ხასიათს სძენს.
კომპლექსში გათვალისწინებულია მწვანე ზონები, საბავშვო და მოსასვენებელი სივრცეები. საცხოვრებლისა და ბიზნესცენტრის ერთ ტერიტორიაზე მოწყობა კი პრაქტიკული გადაწყვეტილებაა მათთვის, ვინც კომერციულ და საცხოვრებელ ფართს ერთად ეძებს, ან ვინც უძრავ ქონებას საინვესტიციო მიზნით განიხილავს.
ლოკაცია
კომპლექსი სტრატეგიულად ხელსაყრელ ადგილას, ლისის ტბასთან მდებარეობს, რომელიც დედაქალაქის ერთ-ერთ მთავარ რეკრეაციულ და გამწვანებულ ზონას წარმოადგენს. ტბის სიახლოვე მაცხოვრებლებს სრულყოფილ გარემოს უქმნის ღია ცის ქვეშ სხვადასხვა აქტივობით დასაკავებლად, სეირნობისა და სპორტისთვის.
პროექტის მთავარი უპირატესობა მისი სატრანსპორტო ხელმისაწვდომობაცაა: „ქრონომეტრი’’ ერთნაირად მარტივად უკავშირდება როგორც ქალაქის ცენტრალურ უბნებს, ისე საქალაქთაშორისო მაგისტრალებსა და გასასვლელებს. ეს ლოკაცია ოპტიმალურია მათთვის, ვინც ეძებს ბალანსს ბუნებასთან სიახლოვესა და დედაქალაქის დინამიკურ ცხოვრებას შორის – რადგან ერთიანი სატრანსპორტო კვანძი და განვითარებული ინფრასტრუქტურა ყოველდღიურ გადაადგილებას მაქსიმალურად ამარტივებს.
ინფრასტრუქტურა და სერვისები
„ქრონომეტრის’’ ინფრასტრუქტურა ყოველდღიური ცხოვრების სხვადასხვა საჭიროებაზეა გათვლილი. კომპლექსში გათვალისწინებულია მიწისქვეშა, ორდონიანი პარკინგი, ლობი და კონსიერჟის სერვისი, რაც მობინადრეებს გადაადგილებისა და ყოველდღიური საკითხების ადვილად ორგანიზების შესაძლებლობას აძლევს.
რაც შეეხება შენობის საერთო სივრცეების მოწყობას, ის სრულად შეესაბამება თანამედროვე ბიზნესკლასის საცხოვრებელი კომპლექსის კონცეფციას და მობინადრეებისა თუ მათი სტუმრებისთვის მოწესრიგებულ გარემოს ქმნის.
პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილია ბიზნესცენტრი, სადაც თანამედროვე სამუშაო სივრცეები მოეწყობა. ეს გარემო მათთვისაა განკუთვნილი, ვისაც სამუშაო პროცესისთვის კომფორტული და ფუნქციური სივრცე სჭირდება. საცხოვრებელი ბინებისა და ოფისების ერთ კომპლექსში განთავსება მოსახერხებელი გადაწყვეტაა მათთვისაც, ვისაც სურს, სახლსა და სამუშაო ადგილს შორის გადაადგილებას ნაკლები დრო დაუთმოს.
კომპლექსში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა დასვენებისა და აქტიური ცხოვრებისათვის საჭირო ზონებსაც. მობინადრეებს შეეძლებათ ისარგებლონ სავარჯიშო დარბაზით, დახურული აუზითა და სპა სივრცით.
შეთავაზების დეტალები
თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის განკუთვნილი ექსკლუზიური 5%-იანი ფასდაკლება ძალაშია ნოემბრის ბოლომდე. ეს სპეციალური პირობა ვრცელდება გადახდის არსებულ სქემებზე და პირდაპირ აისახება უძრავი ქონების საბოლოო ღირებულებაზე. შეთავაზებით სარგებლობის მთავარი წინაპირობაა 20%-იანი თანამონაწილეობა, რაც მყიდველებს საშუალებას აძლევს, ფინანსური რესურსი მაქსიმალურად ეფექტურად გაანაწილონ.
იმისათვის, რომ მომხმარებლებმა დროულად ისარგებლონ ამ პრივილეგიით, აუცილებელია, რომ დეტალური ინფორმაცია ბინების არჩევანისა და ზუსტი ფასების შესახებ პროექტის გაყიდვების გუნდთან წინასწარ გადაამოწმონ. ვადის ამოწურვამდე დაინტერესებულ პირებს აქვთ შესაძლებლობა, ადგილზე გაეცნონ გადახდის პირობებს და შეარჩიონ მათ საჭიროებებზე მორგებული საცხოვრებელი ან საინვესტიციო სივრცე.
(R)











კომენტარები