• რეკლამა
  • კონტაქტი
01:49, ორშაბათი, 9 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ხმა ამოვიღე ამ ყველაფერზე,უფრო სწორად ვიბღავლე,ვიტირე, ვერ ამოვისუნთქე” – ცხოველთა მონიტორინგის ყოფილი თანამშრომელი

ალია ავტორი - ალია
01:22 11-09-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Screenshot

Screenshot

Facebook-ზე გაზიარება
26

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი, ნინო ბერიძე სკანდალურ პოსტს აქვეყნებს:

,,არასოდეს დამიწერია მსგავსი შინაარსის პოსტი, მაგრამ ვეცდები რამე დავწერო…

ცხოველების სფეროში თუ როგორც ეძახით, არასოდეს ვყოფილვარ ცნობადი სახე, თუ რამე გამიკეთებია, გამიკეთებია ჩემთვის ჩუმად….

არასოდეს ვყოფილვარ პოპულისტი,არასოდეს მქონია ამბიციები, მხოლოდ ის მახარებდა, რომელიმე კატას ან ძაღლს თუ დავეხმარებოდი მცირედით…

მე ვარ ცხოველთა მონიტორინგის ყოფილი თანამშრომელი….
8წელი ვიმუშავე,უამრავი სტრესის, ცრემლის, იმედგაცრუების, დამცირების და ბრძოლის ფასად,რამაც დამინგრია ფსიქიკა და შემიქმნა მენტალურ/ფსიქიკური დარღვევები,(რომელსაც წლებია ვებრძვი და ვმკურნალობ) მაგრამ წამით არ ვნანობ იქ გატარებულ დღეებს, ყველა დღე კატის ან ძაღლის გადარჩენის იყო ჩემთვის …

ახლა უშუალოდ ჩემს სათქმელზე გადავალ:
უამრავი თანამშრომელი გაუშვიათ რიგი მიზეზების გამო, ეს იყო ქალის შეურაცხყობა,დამცირება,ფურთხება,გინება, ცხოველების არასწორ ლოკაციაზე გაშვება და ა.შ

მაგრამ არ გაუშვიათ ის თანამშრომლები, რომლებიც ძალადობდნენ თავშესაფრის ეზოში მყოფ ძაღლებზე,ხელმძღვანელობის დავალებით თუ ნებართვის გარეშე აქრობდნენ ამ კონკრეტული ტერიტორიიდან ჩემს ( და რამოდენიმე თანამშრომლის) ნალოლიავებ ძაღლებს.

ითს ოქეიიიი და მთავარი,იცით მე რის გამო გამიშვეს?
– დუბაიში ყოფნის დროს, გამიქრეს თავშესაფრის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი სამი ძაღლი, რომლებსაც ყოველდღიურად ვკვებავდით და ვუვლიდით,დავიწყე გარკვევა სად და როგორ ვითარებაში გაქრნენ;
-მივმართე აბსოლუტურად ყველას დასახმარებლად, რომ რამე ინფორმაცია გამეგო და მეპოვნა ისინი, თუნდაც სხვა ლოკაციაზე,მაგრამ არავის მოუქცევია ყურადღება,უფრო მეტიც მიმტკიცებდნენ რომ იგივე მისამარათზე გაუშვეს, სადაც ყოველდღე დღისით თუ ღამით ვეძებდი უშედეგოდ, თან იქ მყოფი მოსახლეობა მიდასტურებდა მხოლოდ წაყვანის ფაქტს და იმას, რომ მოყვანა არ დაფიქსირებულა..
ბოლოს კი იყო აგრესიული პასუხი თავდაცვის მიზნით: ნინა მე შენს ძაღლებს ვერ დავსდევ სად მიდიან და მოდიანო.
-ამ პერიოდშივე მოვკარი თვალი უამრავ კანონდარღვევას,უზუსტობას, გამიჩნდა კითხვები, რომლებზეც რეალური პასუხი არავის ქონია ,უფრო მეტიც გუნდშეკრული მასკარადს დგამდნენ ჩემს წინაშე და “მაბოლებდნენ”.

და ვაი ყველაზე მთავარი, ყველაზე ბოლოს გავიგე იმ ჯოჯოხეთის შესახებ, რაც იქ ტრიალებდა (აბსოლიტურ ინფორმაციულ ვაკუუმში ვიყავი, ამას პლიუს არც ჯგუფებში ვყოფილვარ, არც კონტაქტი მქონია ცხოველთადამცველებთან,რომ მათგან გამეგო რაიმე სახის ინფორმაცია).

ყოველთვის პირდაპირ ვსვამდი კითხებს,ყოველთვის ცხოველების დაცვაში ვიყავი,იქაური თანამშრომლების აბუჩად აგდების და დაცინვის ფასად….

და ვაი სასწაული,ჩემი მოკლე ჭკუით გადავხარშე დეტალურად ყველაფერი და ხმა ამოვიღე ამ ყველაფერზე,უფრო სწორად ვიბღავლე,ვიტირე, ვერ ამოვისუნთქე,სხეულის ყველა ნაწილი მტკიოდა,სული მეწვოდა, (ვიცი ამ სტატუს წაიკითავთ ან დაგისქრინავენ თქვენც, ვის წინაშეც გადამხდა ეს ყველაფერი და ვიმედოვნებ გაგახსენდებათ ის საცოდავი პატარა გოგო,რომელსაც ალბათ გულში დასცინოდოთ და მტირალს,ნერწყვგამშრალს წყალიც არ მიაწოდეთ) .
წინ მედგა ყველა ვერგადარჩენილი და სიკვდილს მოლოდინე ძაღლის თვალები ( მეკიდე ჭურში ვიჯექი და ვიჯერებდი იმას რასაც მეუბნებოდნენ ან საერთოდ ვერ მპასუხობდნენ )….

ჰოდა ასე დასრულდა ჩვენი 8 წლიანი თანამშრომლობა, ვერ მაპატიეს ცხოველთმოყვარულობა,მათი დაცვა, გადარჩენა და ის,რომ დეტალურად დავულაგე ყველა ის ნაბიჯი,რომელიც უდანაშაულო ცხოცელების ხოცვაზე გადიოდა.

პ.ს შეგიძლიათ ისევ დამემუქროთ,როგორც მაშინ ხელს ,რომ არ ვაწერდი სამსახურიდან წასვლის განცხადებას .“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved