ყოფილი პარლამენტარი დავით ზურაბიშვილი:
,,კი ძალიან არ მომწონს, რაღაც იდიოტობად მიმაჩნია, რაღაც ქვეყნის ღალატის ტოლფასად, მაგრამ მესმის:
რატომ არ უნდათ ევროკავშირი, ევროპა და ზოგადად დასავლეთი.
რატომ ჰგონიათ ხელისუფლების შეცვლის სურვილი დანაშაულებრივი განზრახვა.
რატომ არ უნდათ დემოკრატია.
რატომ ჰგონიათ უფლებადაცვითი ორგანიზაციები დასავლეთის აგენტურა.
რატომ ჰგონიათ რუსეთი უძლეველი და ბიძინა ყოვლისშემძლე.
რუსეთ-უკრაინის ომში რუსეთის მხარეს რატომ არიან, ისიც კი მესმის.
მაგრამ რა ვერ გავიგე ვერაფრით და სასწავლო წლის შუაგულში რატომ აიტეხეს სკოლების ნგრევა, თანაც ადეკვატური ალტერნატიული ფართის და მოსწავლე-პედაგოგების გასახლება-შესახლების წინასწარ მოფიქრებული გეგმის გარეშე, რის გამოც რიგ შემთხვევებში უკან დახევა მოუწიათ, აი, ვფიქრობ, ვფიქრობ და ვერანაირი ლოგიკით ვერ ვხსნი.“











კომენტარები