ორი ძმის მკვლელობაში ბრალდებულ 54 წლის ბალშან კაიბოვს თელავის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ინფორმაციას მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს და წერს, რომ მოსამართლე ვერიკო ზათიაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა სრულად გაიზიარა. გირაოს ითხოვდა ბრალდებულის ადვოკატი, თუმცა სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
კაიბოვს ბრალდება ორი პირის განზრახ მკვლელობას, მკვლელობის მცდელობასა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება. დანაშაულები 20 წლამდე ვადით, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 24 დეკემბერს ჩაინიშნა.
5 ნოემბერს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში თანასოფლელმა ცეცხლსასროლი იარაღით 2 ძმა მოკლა, ერთმა კი გაქცევა მოახერხა | მათ თანასოფლელი ჩაუსაფრდა და ცეცხლი იმ დროს გაუხსნა, როცა ძმები ქორწილში მიდიოდნენ. ორი ძმა ადგილზევე დაიღუპა – მესამემ კი გაქცევა და მანქანისთვის თავის შეფარება მოახერხა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ძმები ცოტა ხნის წინ რუსეთიდან დაბრუნდნენ.











კომენტარები