საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა გადაიდო. უწყების პრესსამსახურის განმარტებით, გადადების მიზეზი ერთ-ერთი მოსამართლის ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა.
არსებული ინფორმაციით, სხდომა ერთი დღის დაგვიანებით, სამშაბათს გაიმართება.
დაგეგმილ პროცესზე მოსამართლეებს კითხვებით „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისთვის უნდა მიემართათ – მმართველ პარტიას უნდა დაესაბუთებინა საკუთარი მოთხოვნა ხუთი ოპოზიციური პარტიის გაუქმების თაობაზე.
ცოტა ხნის წინ საკონსტიტუციო სასამართლოდან გვაცნობეს, რომ ორშაბათს სხდომა არ ჩატარდება ერთ-ერთი მოსამართლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. პროცესები განახლდება სამშაბათს, 10 ნოემბრიდან, 12 საათზე იქნება პირველი პროცესი. მომდევნო კვირაში სასამართლო განხილვის ამ ეტაპზე ჩვენ ვაპირებთ, რომ “ქართული ოცნების” ეს აბსურდული სარჩელი პუნქტობრივად, ნაწილ-ნაწილ დავშალოთ და ვამხილოთ “ქართული ოცნება” იმ ცრუ ბრალდებებში, ვამხილოთ “ქართული ოცნება” იმ დანაშაულებრივ მიზანში, რომელიც გულისხმობს ამ ქვეყანაში დიქტატურის გაფორმებას, პარტიების, პოლიტიკური ოპოზიციის სრულად გაქრობას და ამავდროულად, რუსეთის მავნებლური პოლიტიკის კონსტიტუციურ ვალდებულებად ქცევას, – ამბობს “ლელო – ძლიერი საქართველოს” წევრი, გიორგი სიორიძე.











კომენტარები