პოლონეთის ქალაქ კრაკოვის ცენტრში მომხდარ ფაქტს, სადაც მანქანიდან უმისამართო სროლისას დაიღუპა 5, დაშავდა 10 ადამიანი, უკრაინის პრეზიდენტი ეხმაურება:
,,შემაძრწუნებელი დანაშაული კრაკოვში. უკრაინელი ხალხის სახელით და პირადად ჩემგან, გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს. ამ თავდასხმას არანაირი გამართლება არ აქვს და გვჯერა, რომ დამნაშავე მართლმსაჯულების წინაშე წარდგება.
გამძლეობასა და სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ დაშავებულებს და ყველას, ვისაც ეს ტრაგედია შეეხო. უკრაინა სოლიდარობას უცხადებს პოლონეთსა და პოლონელ ხალხს. ადამიანებს აქვთ უსაფრთხოების უფლება” – წერს უკრაინის ვოლოდიმირ ზელენსკი.
.











კომენტარები