• რეკლამა
  • კონტაქტი
21:16, შაბათი, 7 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,ალისკას ვამზადებ აშშ-ს სენატორად და ვინ იცის იქნებ პრეზიდენტადაც“ – სააკაშვილი

ალია ავტორი - ალია
20:34 11-07-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
101

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან წერილს აქვეყნებს:

,,ამერიკის კონგრესის არჩევნებზე ხელისუფლებაში მოვიდნენ სრულიად ახალი სახის კანონმდებლები. პირველად აირჩიეს არაბი მუსლიმი სენატორი, პირველი კაცზე გათხოვილი გეი სენატორი და ზოგადად ბევრი წარმომადგენელი სხვადასხვა უმცირესობების. მე ამ ხალხის წარმომავლობა არ მიმაჩნია პრობლემად, მაგრამ საკუთარი გამოცდილებით მინდა ვთქვა, რომ ზოგადად ამერიკული სისტემა შევიდა კრიზისში.

ამერიკის კონგრესში პირველად ფეხი შევდგი 32 წლის წინ, როგორც კოლუმბიის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრანტმა. ამერიკაში, ამერიკელი სენატორის, ედმუნ მასკის ინიციატივით შექმნილი სტიპენდიით ვსწავლობდი. ეს სტიპენდია ფარავდა სწავლის და ცხოვრების ხარჯებს მთლიანად. სტიპენდია საჭმელს არ ჰყოფნიდა, მაგრამ მაშინ ძალიან ახალგაზრდა და ბედნიერი ვიყავი და მატერიალური საკითხები საერთოდ არ მაღელვებდა.

ხოდა, 1999 წელს, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, სტაჟიორად მივედი მაშინდელ კონგრესში. ჯერ მიმავლინეს კალიფორნიელი კონგრესმენის ნენსი პელოსის აპარატში, რომელიც მოგვიანებით წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე გახდა. სტაჟირება საინტერესო იყო, მაგრამ ვინაიდან პელოსის ბევრი სომეხი ამომრჩეველი ჰყავდა, მალე ჩამანაცვლეს სომეხი კურსდამთავრებულით.

მე კი წამიყვანა შედარებით ახალგაზრდა სენატორმა, ჯონ მაქქეინმა, რომელსაც ეგრევე მოვეწონე და პირზე რძეშეუმშრალ უცხოელ სტაჟიორს ბევრ ყურადღებას მაქცევდა, მიყვებოდა თავის მუშაობაზე, სამხედრო სამსახურზე ვიეტნამში, საბჭოთა ტყვეობაზე. ჩამრთო კანონპროექტების დამუშავებაში. მე და ამერიკის გმირი ახლო მეგობრები გავხდით.

ამ სტაჟირებამ სულ 3 თვე გასტანა, რის შემდეგ მუშაობა დავიწყე ნიუ-იორკის წამყვან იურიდიულ კომპანიაში, მაღალ ხელფასზე, რომელმაც მე და სანდრა თავისუფლად ამოგვასუნთქა.

შემდეგ დავბრუნდი საქართველოში და ვაშინგტონში დავიწყე სიარული, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრმა, ზურა ჟვანიასთან და სხვა ჩემს პარლამენტარ მეგობრებთან ერთად. დავდიოდით ასე ერთად, ვაკაკუნებდით ყველა იმ სენატორის და კონგრესმენის კარზე, რომელიც იღებოდა. ზურას თან დაჰქონდა საქართველოს და რეგიონის გასაშლელი რუკა. ამ კონგრესის წევრების წინ რუკას ვშლიდით და ვუხსნიდით თუ სად იყო საქართველო, რატომ ჰქონდა მას სტრატეგიული მნიშვნელობა და როგორ გვინდოდა დემოკრატია განგვევითარებინა.

თავიდანვე მივხვდით, რომ გეოგრაფიაზე, ნავთობსადენებზე მეტად ჩვენს თანამოსაუბრეებს სწორედ თავისუფლების და დემოკრატიის საკუთხი აწუხებდათ და ამიტომ ყაზახებზე, უზბეკებზე და სხვა მეზობლებზე მეტად, სწორედ ჩვენით იხიბლებოდნენ.

მაშინდელი კონგრესი იყო მთლიანობაში უანგარო და იდეალებზე დაფუძნებული და ეს იყო განპირობებული იმ შემადგენლობით, რომელსაც ვხვდებოდი. მათ შორის ანტი-კომუნიზმის მთავარ იდეოლოგს მსოფლიო მასშტაბით, სენატორ ჯესი ჰელმსი, რიჩარდ ლუგარს, ლამარ ალექსანდერს, ჯო ლიბერმანს, მიჩ მაკკონელს, რობერტ დოულეს და რა თქმა უნდა, ჩემს უკვე ძველ მეგობარს, ჯონ მაქქეინს, რომელიც საათობით არ გვიშვებდა.

მახსოვს ერთხელ მე და გია ბარამიძე ცალკე შევხვდით კენედების ოჯახის ბოლო გიგანტს, სენატორ ედვარდ კენედის. ის ძალიან დიდი სახელი იყო, მიუხედავად ამისა, საოცრად უბრალო და მომხიბვლელი იყო ურთიერთობებში. არა მხოლოდ კაბინეტში მიგვიღო, არამედ კონგრესის შიდა მატარებლით, სენატის სასადილოში გადაგვიყვანა და სადილით გაგვიმასპინძლდა და გამოგვაცილა, როგორც ახლო მეგობრები. მახსოვს ამ შეხვედრის შემდეგ, მეც და გიაც ერთი საათი დარეტიანებული დავდიოდით და მერე გიამ ღრმად ამოისუნთქა: „დედა ეს რა იყო?“ იმდენად დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი კენედების ქარიზმის. არაფერი მსგავსი მას შემდეგ, ცხოვრებაში აღარ განმიცდია.

ჩვენ სრულიად უცნობი ქვეყნიდან ჩასულები, კონგრესის სპიკემა, ნიუტ გინგრიჩმა მიგვიწვია პრეზიდენტ კლინტონის ყოველწლიურ მოხსენებაზე, State of the Union-ზე დასასწრებად, რაც განსაკუთრებული პატივი იყო. მთავარი მოტივაცია იყო, რომ ქართველები არიან ჩვენნაირი ხალხი, რომლებიც იბრძვიან თავისუფლებისთვის და დემოკრატიისთვის და არიან underdog-ები. დავითი, რომელიც ებრძვის გოლიათს, სწორედ ეს თემა იწვევდა ჩვენს მიმართ საყოველთაო სიმპათიას.

ვარდების რევოლუციის შემდეგ, მიუხედავად რუსების აქტიური ლობირების ჩვენს წინააღმდეგ, კონგრესი განუხრელად გვიჭერდა მხარს. სწორედ კონგრესის ინიციატივით, საქართველო გახდა ამერიკის პირდაპირი საგარეო დახმარების ერთ-ერთი უდიდესი მიმღები მსოფლიოში.

ჩვენთან რომ მოხდა 2007 წლის ნოემბრის ამბები, მაშინ სენატორი ჯო ბაიდენი გამოვიდა და თქვა ის, რასაც მხოლოდ დღეს მიხვდა ბევრი, რომ ეს იყო რუსეთის მიერ მოწყობილი პროვოკაცია და „სააკაშვილი იმყოფება უდიდესი წნეხის ქვეშ თავისუფლების მოყვარე დამოუკიდებელი პოლიტიკისთვის“.

2008 წლის ომის შემდეგ, კონგრესმა სასწრაფოდ გამოგვიყო 1 მილიარდიანი დახმარება, რომელმაც მაშინ გადაარჩინა საქართველოს ეკონომიკა. ძალიან გვეხმარებოდა ასევე ახალი სენატორი, მარკო რუბიო, რომელიც მაკკეინს და სენატორ ლინდსი გრემს ედგა გვერდში.

მახსენდება ასეთი შემთხვევა. ჩვენ კონგრესში გვყავდა დიდი მეგობარი, ჯოზეფ ლიბერმანი, რომელიც ორთოდოქსი ებრაელია და ისრაელის მთავარი დამცველი იყო მაშინ ამერიკაში. ჩვენთან 2010 წელს დააკავეს ისრაელის ხელისუფლებასთან ძალიან დაახლოებული ორი ისრაელელი აფერისტი, რომელიც ჩვენი ბიუჯეტიდან 130 მილიონის მოპარვას ცდილობდა ყალბი დოკუმენტებით, ხოდა ჩვენი პრინციპული პოზიცია იყო, რომ არ გავუშვებდით სანამ ამ ფულზე უარს არ იტყოდნენ. უამრავი ისრაელის ლობისტი, მთელი მსოფლიოდან დამიკავშირდა მაშინ, ამ აფერისტული დუეტის გაშვების მოთხოვნით. დამირეკა სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმაც, უპირობო გათავისუფლების მოთხოვნით.

ყველაზე გვიან სენატორმა ლიბერმანმა დამირეკა და შეცბუნებული ხმით მეუბნება – „მიშა ისე მოხდა რომ ისრაელის პრემიერმა და ამერიკის ებრაულმა ლობიმ კარები ამიტალახა, რომ შენთვის დამერეკა, ხოდა გირეკავ, მაგრამ მინდა იცოდე, რომ არაფერ უკანონოს არ გთხოვ. ეგ ხალხი შეიძლება მართლა თაღლითია მერე რა თუ ებრაელები არიან და მათზე ნამდვილად ვერ გამოვიდებ თავს. თან შენც გიცნობ და გენდობი და თუ ციხეში უნდა იყვნენ ეგ თქვენი გადასაწყვეტია და ვერაფერს გიკარნახებ“. აი ეს იყო ნამდვილად ღირსეული სენატორის პოზიცია, რომელმაც პრინციპები დააყენა ყველანაირ ლობიზმზე, რელიგიურ კუთვნილებასა და დაფინანსებაზე მაღლა.

დღეს თითქმის აღარ დარჩნენ რეიგანის რესპუბლიკელები, არც კენედის დემოკრატები. აღარაა კონ მაქქეინი, პენსიაზეა ლიბერმანი, სამაგიეროდ არსებობდა ოკლაჰომელი სენატორი, რომელმაც უკეთილშობილესი ჯო ვილსონის კანონპროექტი საქართველოზე დაბლოკა მხოლოდ იმის გამო, რომ ოკლაჰომელი ვითომ მენავთობე სტივ ნიკანდროსი, რომელიც ივანიშვილთან ერთად ფინანსურ აფიორებს ატრიალებს, აფინანსებდა მის საარჩევნო კამპანიას. ხოდა ამ ყოფილმა რესპუბლიკელმა სენატორმა დაიკიდა თავისუფლებაც, დემოკრატიაც და პრინციპებიც პირადი გამორჩენის გამო (მაქქეინი ალბათ საფლავში ტრიალებს).

ზოგადად ამერიკის პოლიტიკოსების მნიშვნელოვანი ნაწილი, სულ უფრო ნაკლებად არის ორიენტირებული იდეებზე, იდეალებზე, პრინციპებზე და სულ უფრო პირად გამორჩენაზე, ვიწრო პარტიულ ინტერესებზეა ორიენტირებული. იდეალიზმის და რომანტიზმის ეპოქა წარსულს ჩაბარდა. უნდა დავინახოთ სინამდვილე, ამერიკულ პოლიტიკურ კლასს აღარ სურს მსოფლიოში თავისუფლების დამცველის როლი და გულგრილები არიან ჩვენისთანა პატარა ქვეყნების მიმართ.

ამ დღეებში თვალში მომხვდა ახალი დემოკრატი სენატორის თავდასხმა ბრიტანული ტელეარხის, Sky News-ის ჟურნალისტზე – „მომწყდი თავიდან, თქვენ რატომ უნდა დაგელაპარაკოთ, ჩემს ოლქში მაინც არ აძლევთ ხმას“. ასეთი სენატორისგან მსოფლიო არაფერ კარგს არ უნდა მოელოდეს.

მოკლედ ვრჩები ისევ ჩემი ალისკას იმედზე, რომელიც ამერიკის მოქალაქეა და ძალიან უყვარს სამართლიანობა და უკვე ძალიან აინტერესებს პოლიტიკა. სწორედ მას ვამზადებ სენატორად და ვინ იცის იქნებ პრეზიდენტადაც კი. Alice Saakashvili For President!”

თეგები: მიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved