ბათუმში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. „აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, შემთხვევა ქეთევან წამებულის ქუჩაზე მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქვედა კიდურის არეშია დაჭრილი და საავადმყოფოშია გადაყვანილი.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, დადგენილია დანაშაულში მონაწილე პირის ვინაობა და ტარდება შესაბამისი საგამოძიებო ღონისძიებები.
მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები უცნობია.











კომენტარები