სტატისტიკოსი, მონაცემთა ანალიტიკოსი, ცვატა ბერძენიშვილი:
2026 წლის ლიტერატურულ იმედგაცრუებად აკა მორჩილაძე გამომიცხადებია.
12 წიგნი წავიკითხე მისი და არა ძმაო, არაა ეგ საჩემო. სასტიკად იმედგაცრუებული დავრჩი. საშუალოდ 2-ზე შევაფასებდი (5-დან).
არ გამოვრიცხავ, რომ ჩემი მოლოდინების ბრალიცაა – ძალიან მაღალი მოლოდინით დავიწყე კითხვა, რადგან 1. ჩემს ირგვლივ თითქმის ყველა უმაღლეს შეფასებას აძლევს და 2. ბევრი წლის წინ Aniმ “ქართულის რვეულები” მაჩუქა და მახსოვს, რომ მაშინ ძალიან მომეწონა. ამ წლამდე სხვა არაფერი მქონდა წაკითხული.
ყველაზე მეტად რაც არ მომეწონა, ისაა, რომ ვერ გავიგე, ავტორს რა უნდა. რას ითხოვს. რატომ წერს იმას, რასაც წერს. რა მიზანი აქვს.
ვისაც მოგწონთ, ღმერთმა გაგიმარჯოთ. მე პას.











კომენტარები