• რეკლამა
  • კონტაქტი
18:10, პარასკევი, 6 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რატომ შეხვდა ივანიშვილი ისრაელის ელჩს? – შაიშმელაშვილი

ალია ავტორი - ალია
16:03 11-06-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
213

“თავისუფლების მოედნის” ერთ-ერთი დამფუძნებელი, გიორგი შაიშმელაშვილი ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილის ისრაელის ელჩთან შეხვედრა შესაძლოა, ირანთან ურთიერთობის გაყინვას მიანიშნებდეს.

ჩვენ მართლები ვიყავით, თქვენ – ქართული მედია, სხვა ქართველი ექსპერტები, ვინც ლაპარაკობდნენ, რომ ირანთან დაახლოება ქვეყანას აკარგვინებდა მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორებს, მათ შორის ისრაელის სახით. ასეთი ხაზგასმით ამ შემთხვევაში არაფორმალური, ნომერ პირველი ლიდერის შეხვედრა ამას ადასტურებს, რომ ივანიშვილმა ფაქტიურად აღიარა ეს შეცდომა და ეს პრობლემა, რომელიც ქვეყანას მან თავად შეუქმნა და ამის გასაჯაროებით უბრალოდ დაგვანახა ის, რომ თითქოს ეს საკითხი ამოწურულია. 

ირანი მე მგონია ეკონომიკურზე უფრო მეტად იყო ანტიდასავლურობის კარტის გასათამაშებლად ინსტრუმენტი. როგორც ჩანს, ამ კონკრეტულ ვითარებაში ეს კარტი გაჭრილად შეიძლება მივიჩნიოთ. 

ჩვენ სწრაფადვე შევუერთდით ირანული ავიაკომპანიის დაწესებულ ამერიკულ სანქციებს, ახლა უკვე ეს შეხვედრა ისრაელის ელჩთან ასეთი ხაზგასმით კეთილგანწყობილი და ეს ხაზგასმა ჩანს იმაში, რომ ივანიშვილი, რომელიც თავს არ იწუხებს – შეხვდა მათ, მიანიშნებს იმაზე, რომ მინიმუმ ირანთან ურთიერთობების გაყინვას და უკან დახევასაც შეიძლება ველოდოთ”, – ამბობს გიორგი შაიშმელაშვილი.  

თავდაპირველად ბიძინა ივანიშვილის და ვალიდ აბუ ჰაიას შეხვედრის შესახებ ინფორმაცია „ქართულმა ოცნებამ“ გაავრცელა. ინფორმაციის თანახმად, შეხვედრა პარტია “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში გაიმართა.

კადრებში ჩანს, რომ ივანიშვილთან ერთად იმყოფება ყოფილი დეპუტატი და ამჟამად გასტრონომიის სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან ქარუმიძე.  შეხვედრას არ ესწრებოდა ირაკლი კობახიძე, რომელიც “პირველების” ინფორმაციით თბილისშია.

როგორც “ოცნება” იუწყება, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობასა და ამ მიმართულებით სხვადასხვა სფეროში არსებულ პოზიტიურ დინამიკაზე ისაუბრეს.

ამის შემდეგ ინფორმაცია გაავრცელა ისრაელის საელჩომაც.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის

16:14 11-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved