ოთხი ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ბათუმელმა მედროშემ ციხე დატოვა.
ზურაბ ჭავჭანიძეს პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გაუფორმა.
ერთი წელი და ერთი თვე რეალური სასჯელი და ორი წელი პირობითი მსჯავრი – ეს არის შეთანხმეის პირობები, რომელზეც მხარეები შეთანხმდნენ.
ზურაბ ჭავჭანიძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
დღეს, 6 ნოემბერს, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე საპატიმრო ასევე დატოვეს 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდადებულმა ირაკლი ჩხვირკიამ და ნანა სანდერმა.











კომენტარები