ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში მუსტაფა თურქერ არის შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე საარჩევნო საკითხები განიხილეს. გიორგი კალანდარიშვილმა ელჩს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა 2024-2025 წლების საერთო არჩევნების დროს განხორციელებული საქმიანობების, უწყების წინაშე არსებული გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.
როგორც ცესკოს თავმჯდომარემ შეხვედრის მიმდინარეობის დროს აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაციამ ბოლო საერთო არჩევნების დროს კომპლექსური სამუშაოები აწარმოა და წარმატებით განახორციელა საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების ინტერვენცია. მან ასევე ისაუბრა დეზინფორმაციაზე, როგორც უწყების წინაშე არსებულ გამოწვევებზე და ელჩს ამ მიმართულებით არსებული სტრატეგიაც გააცნო.
შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავებაზე და ამ მიმართულებით არსებულ პერსპექტივებზე ისაუბრეს.
გიორგი კალანდარიშვილის თქმით, საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორებისთვის, მათ შორის დიპლომატიური კორპუსისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდება და მოსაზრებების მიმოცვლა. აღნიშნულიდან გამომდინარე ცესკო მომავალშიც გააგრძელებს თანამშრომლობას თურქეთის საელჩოსთან.
შეხვედრა 5 ნოემბერს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაიმართა.
(R)











კომენტარები