• რეკლამა
  • კონტაქტი
00:16, სამშაბათი, 3 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რატომ თვლიან ანალიტიკოსები ირანთან ისრაელის და აშშ-ს ომის დაწყებას ფაქტობრივად გარდაუვლად? – ირაკლი მელაშვილი

ალია ავტორი - ალია
23:46 11-02-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
64

ყოფილი პარლამენტარი, ირაკლი მელაშვილი:

,,სხვადასხვა წყაროების ინფორმაციით, გუშინ ამერიკელებმა ყატარს ირანისთვის ულტიმატუმი გადასცეს, რომლის მიხედვითაც აითოლების რეჟიმს მისცეს 48 საათში ამერიკელების სამშვიდობო წინადადებებზე დასათანხმებლად: – ორმუზის სრუტის სრულ გახსნა, ატომურ იარაღზე უარის თქმა, ირანის ატომურ ობიექტებზე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დამკვირვებლების დაშვება და ა.შ.

ირანმა წინდადებები არ მიიღო. მეტიც, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან (IRGC) დაკავშირებულმა მედიასაშუალებებმა და ირანის სახელისუფლებო წრეებმა დაიწყეს აქტიური საინფორმაციო კამპანია, სადაც ბირთვული იარაღის შექმნას „ხალხის მოთხოვნად“ წარმოაჩენენ. IRGC-სთან ასოცირებულმა საინფორმაციო სააგენტო Fars-მა გაავრცელა ვიდეომასალა ქუჩის ინტერვიუებით, სადაც რესპონდენტები ითხოვენ ბირთვული იარაღის შექმნას.

რატომ თვლიან ანალიტიკოსები ირანთან ისრაელის და აშშ-ს ომის დაწყებას ფაქტობრივად გარდაუვლად და რატომაა დიდი ალბათობა, რომ ეს აშშ-ში 3 ნოემბრის არჩევნებიდან ძალიან მალე მოხდეს? 4 იანვრამდე, კონგრესის ახალი შემადგენლობის შეკრებამდე, ტრამპს ჭირდება შედეგის დადება, რათა თავიდან აიცილოს დემოკრატების მხრიდან შიდაპოლიტიკური გართულებები. თან, აშშ-ს პრეზიდენტს აქვს მინიჭებული უფლება 60 დღე აწარმოოს საომარი მოქმედებები კონგრესის თანხმობის გარეშე და ეს დროც სწორედ იანვრის დასაწყისში გადის. მერე ამის გასაკეთებლად ტრამპს დემოკრატების ხმები დაჭირდება.

თავის მხრივ, ისრაელშიც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პატური სიტუაცია შეიქმნა, ვერც მოქმედი პრემიერ მინისტრი, ბენიამინ ნათანიახუ და ვერც ოპოზიცია ვერ ახერხებენ მთავრობის ჩამოყალიბებას. გაზაფხულზე რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა სავსებით რელურია. ამ პირობებში ნათანიახუ რჩება ისრაელის დროებით პრემიერ მინისტრად და მისი მთავარ კოზირად შეიძ₾ება იქცეს ისრაელის გათავსუფლება ირანის ატომურ სახელმწიფოდ ქცევის საფრთხისგან.

ამ ფაქტორების გამო, ანალიტიკოსების შეფასებით, როგორც აშშ-ს პრეზიდენტის, ასევე ისრაელის პრემიერ მინისტრისთვის ახლა ყველაზე მოხერხებული დროა ირანის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დასაწყებად.

ომში აშშ-ს და ისრაელის მიზანი ალბათ იქნება, მინიმუმ ირანის ბირთვული პოტენციალის სრული განადგურება, მაქსიმუმ კი რეჟიმის შეცვლა. სპეციალისტები ბევრს მსჯელობენ, თუ რამდენად შესაძლებელია ამ მიზნების მიღწევა.

აშშ და ისრაელი ალბათ მთავარი დარტყმას ავიაციით და რაკეტებით განახორციელებენ ირანის ერთ-ერთი ყველაზე გასაიდუმლოებული და დაცული ბირთვული ობიექტის თავზე, კუჰ-ე კოლანგ გაზ ლა (Kūh-e Kolang Gaz Lā), „პიკაქსის მთაზე“ (Pickaxe Mountain / წერაქვის მთა).
ეს მთა მდებარეობს ისფაჰანის პროვინციაში, ირანის უდიდესი ბირთვული კომპლექსის, ნათანზის (Natanz) მახლობლად. საჰაერო იერიშებს ალბათ ასევე მიიტანენ მიწის ქვეშ, მთის მასივში ჩაშენებულ ფორდოს კომპლექსზე, რომელიც ირანის რელიგიურ ცენტრ, ყუმთან მთებარეობს და ზაგროსის მთიანეთში, 100 მეტრის სიღრმეზე, გვირაბებში ჩამალულ ობიექტებზე.

ირანის წინააღმდეგ უპრეცენდენტო ძალებია მობილიზბეული. ირანის საზღვაო საზღვრებთან განლაგებულია სამი ავიამზიდი, USS George H.W. Bush, USS George Washington და USS Theodore Roosevelt და 20 სამხედრო გემისგან შემდგარი ავიამზიდების მხარდამჭერი სამხედრო გემების ესკადრა: მართვადი რაკეტებით აღჭურვილი კრეისერები, საესკადრო ნაღმოსნები, რომლთა მიზანია როგორც საჰაერო თავდაცვა, ისე წყალქვეშა ნავებთან ბრძოლა, ატომური წყალქვეშა ნავები და მომარაგების გემები. გარდა ამისა, ამერიკელბმა რეგიონში გემებით დამატებით გადაისროელს სადესანტო მზადყოფნის ჯგუფები (Amphibious Ready Groups, მაგალითად USS Makin Island და USS Boxer), ათასობით საზღვაო ქვეითი (Marines) და სპეცდანიშნულების რაზმები.

ისრაელის საინფრომაციო საშუალებების ცნობით, ისრაელის სამხრეთში მდებარე სამხედრო აეროპორტები სავსეა ამერიკული ავიაციით, მათ შორის 80 საჰაერო საწვავის ტანკერით, რომლთაც საჰაერო ოპერაციის მიმდინარეობისას ჰაერში ერთდროულად შეუძლიათ აშშ-ს და ისრაელის 500 თვითმფრინავის მომსახურება. ამას ემატება:
– აშშ-ში, ევროპაში და ინდოეთის ოკეანეში, სან დიეგოს ბაზაზე განლაგებული სტრატეგიული ავიაცია – მძიმე ბომბარმშენები B-52 Stratofortressა და B-2 Spirit, რომლეთაც შეუძ₾იათ „ბუნკერების გამანადგურებელ“ (Bunker Buster) ბომბების გამოყენება.
-მეხუთე თაობის უხილავი (Stealth) გამანადგურებლების უდიდეს კონცენტრაციაშია. ისრაელის საჰაერო ძალების F-35I Adir-ის ესკადრილიები, აშშ-ის F-35 და F-22 Raptor-ები. ისინი ქმნიან დამრტყმელ ძალას, რომელსაც ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემები (მათ შორის რუსული S-300) ფაქტობრივად ვერ ხედავენ.

ამდენ სამხედრო დამრტყმელ თვითმფრინავს შეუძლია ირანის წინააღმდეგ თითო საჰაერო ოპერაციაში მონაწილეობის მიღება, რაც ძალიან ბევრია. ფაქტობრივად აშშ-ისა და ისრაელის მიერ რეგიონში მობილიზებული ერთობლივი საცეცხლე ძალა თავისი მასშტაბებით აბსოლუტურად უპრეცედენტოა 21-ე საუკუნეში. ამ პირობებში ანალიტიკოსებისთვის მთავარ კითხვად რჩება, გარისკავს თუ არა აშშ ირანში თუნდაც ლოკალური მასშტაბის, მაგალითად ბირთვული ობიექტების გასანაგურებლად, სახმელეთო ოპერაციის დაწყებას. ერთ ერთი მიზეზი, რის გამოც ანალიტიკოსები გარდაუვლად მიიჩნევენ ომის დაწყებას, არის სწორედ აშშ-ს მხრიდან რეგონში ამ რაოდენობის დამრტყმელი სამხედრო ძალის მობილიზება. ეს თვით ამერიკისთვის კი იმდენად არანორმალურად ძვირი სიამოვნებაა, რომ წარმოუდგენელი ჩანს ასეთი ძალების ირანთან მოლაპარაკებების დროს მასზე უბრალოდ ზეწოლის განსახორციელებლად შეკრება.“

თეგები: ირაკლი მელაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:33 11-02-2026
თიბისი მოსწავლეებსა და მათ მშობლებს სასკოლო ფორმების შეძენაზე 100%-მდე ქეშბექს სთავაზობს
ახალი ამბები

თიბისი მოსწავლეებსა და მათ მშობლებს სასკოლო ფორმების შეძენაზე 100%-მდე ქეშბექს სთავაზობს

15:58 11-02-2026
ბაზისბანკის მხარდაჭერით, საერთაშორისო ღონისძიება “თბილისის ფინანსური სამიტი” გაიმართა
ახალი ამბები

ბაზისბანკის მხარდაჭერით, საერთაშორისო ღონისძიება “თბილისის ფინანსური სამიტი” გაიმართა

15:37 11-02-2026
თიბისი განაწილება უკვე 6 თვეზე – ეფექტური 0%-ით
ახალი ამბები

თიბისი განაწილება უკვე 6 თვეზე – ეფექტური 0%-ით

13:26 11-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved