• რეკლამა
  • კონტაქტი
16:54, ორშაბათი, 2 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბაზისბანკის მხარდაჭერით, საერთაშორისო ღონისძიება “თბილისის ფინანსური სამიტი” გაიმართა

ალია ავტორი - ალია
15:37 11-02-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
29

ბაზისბანკის მხარდაჭერით, რიგით მეორე მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიება “თბილისის ფინანსური სამიტი” გაიმართა, რომელმაც ერთ სივრცეში გააერთიანა ცენტრალური ბანკების, ადგილობრივი და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების, ფინტექ და ინოვაციური კომპანიების წარმომადგენლები.

საერთაშორისო სამიტი საქართველოს ეროვნული ბანკის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და გლობალური ფინანსური და ტექნოლოგიური ქსელის, GFTN-ის ორგანიზებით ჩატარდა. წლევანდელი სამიტის მთავარი თემა იყო „რეგიონული ფინანსური დერეფნების განვითარება პოლიტიკის, ფინანსებისა და ტექნოლოგიების გადაკვეთის წერტილში“.

ორდღიანი ღონისძიება თემატურ სესიებს, პანელურ დისკუსიებს, სამუშაო და პროფესიულ შეხვედრებს დაეთმო. მონაწილეებმა განიხილეს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტენდენციები, საბანკო სექტორის შესაძლებლობები და გამოწვევები, ციფრული ტექნოლოგიების როლი ფინანსურ ინკლუზიურობაში და რეგიონული ინვესტიციების მოზიდვის პერსპექტივები.

„თბილისის ფინანსური სამიტის“ ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში – „საბანკო დიალოგი: საქართველოს საბანკო სექტორი – ლიდერობა, სტრატეგია და 2027 წლის პერსპექტივები“ მონაწილეობა მიიღო ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის ფინანსურმა დირექტორმა ვახტანგ ბაბუნაშვილმა. დისკუსიის მთავარი თემები იყო საქართველოს საბანკო სექტორის კონკურენტუნარიანობა, საერთაშორისო ბაზრებზე გაფართოების შესაძლებლობები, ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია და საბანკო სექტორისა და მარეგულირებლის თანამშრომლობა.

წლევანდელ სამიტში მსოფლიოს 60-მდე ქვეყნის 800-ზე მეტმა წარმომადგენელმა და 100-მდე მაღალი რანგის სპიკერმა მიიღო მონაწილეობა.

„მოხარული ვარ, რომ ბაზისბანკი თბილისის ფინანსური სამიტის მხარდამჭერია. მსგავსი მასშტაბური პლატფორმები უნიკალურ შესაძლებლობას ქმნის ფინანსური ინსტიტუტებისთვის, ბიზნესისა და ექსპერტებისთვის, რომ ერთობლივად იმსჯელონ სექტორის განვითარების პერსპექტივებზე, ინოვაციებზე და ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაზე. ბაზისბანკისთვის, როგორც ბაზარზე ერთ-ერთი მძლავრი ფინანსური ჯგუფისთვის, პრიორიტეტულია ყველა იმ ინიციატივის მხარდაჭერა, რომელიც ხელს უწყობს ჯანსაღი კონკურენციის ზრდას, ბიზნესის სტიმულირებას და საბანკო ეკოსისტემის განვითარებას.“ – ბაზისბანკის გენერალური დირექტორი, დავით ცაავა.

 

ბაზისბანკ ჯგუფის შესახებ

2026 წლის აპრილში ბაზისბანკმა ლიბერთის აქციების 95.99% შეიძინა. ბაზისბანკ ჯგუფი საქართველოში მესამე უმსხვილესი სისტემური ფინანსური ინსტიტუტია, რომლის ბაზრის წილი 11%-ს შეადგენს. ჯგუფი 2 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირსა და 65,000-ზე მეტ მსხვილ და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით: 500-მდე მომსახურების ცენტრით და 700-ზე მეტი ბანკომატით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში.

2026 წლის 9 თვის ფინანსური მონაცემებით, ბაზისბანკ ჯგუფის აქტივები 12.4 მლრდ ლარს შეადგენს, მთლიანი საკრედიტო პორტფელი 7.9 მლრდ ლარია, ხოლო დეპოზიტების პორტფელი 9.4 მლრდ ლარი. ჯგუფის 2026 წლის 9 თვის წმინდა მოგებამ 178.6 მილიონი ლარი შეადგინა.

(R)

თეგები: ბაზისბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი მოსწავლეებსა და მათ მშობლებს სასკოლო ფორმების შეძენაზე 100%-მდე ქეშბექს სთავაზობს
ახალი ამბები

თიბისი მოსწავლეებსა და მათ მშობლებს სასკოლო ფორმების შეძენაზე 100%-მდე ქეშბექს სთავაზობს

15:58 11-02-2026
ბაზისბანკის მხარდაჭერით, საერთაშორისო ღონისძიება “თბილისის ფინანსური სამიტი” გაიმართა
ახალი ამბები

ბაზისბანკის მხარდაჭერით, საერთაშორისო ღონისძიება “თბილისის ფინანსური სამიტი” გაიმართა

15:37 11-02-2026
თიბისი განაწილება უკვე 6 თვეზე – ეფექტური 0%-ით
ახალი ამბები

თიბისი განაწილება უკვე 6 თვეზე – ეფექტური 0%-ით

13:26 11-02-2026
მითები და რეალობა ანალიზების შესახებ – სად გადის ზღვარი ჩვევებსა და ლაბორატორიულ სიზუსტეს შორის
ახალი ამბები

მითები და რეალობა ანალიზების შესახებ – სად გადის ზღვარი ჩვევებსა და ლაბორატორიულ სიზუსტეს შორის

09:00 11-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved