• რეკლამა
  • კონტაქტი
14:22, ორშაბათი, 2 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ძუძუს ჯანმრთელობა და თანამედროვე დიაგნოსტიკა: რა უნდა ვიცოდეთ MRI კვლევაზე

ალია ავტორი - ალია
15:28 11-01-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
547

ძუძუს ჯანმრთელობა და პათოლოგიების დროული გამოვლენა ქალთა ჯანდაცვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მიუხედავად ტრადიციული მეთოდების ფართო გამოყენებისა, რთულად შესაფასებელ კლინიკურ შემთხვევებში, მაგალითად, მკვრივი ძუძუს, მულტიფოკალური დაზიანებების ან მაღალი გენეტიკური რისკის დროს – სტანდარტული კვლევებით შესაძლოა არასრული სურათი მივიღოთ.

ძუძუს კიბოს დიაგნოსტიკაში მამოგრაფია და ულტრაბგერითი კვლევა დღემდე პირველადი სკრინინგის მთავარ საყრდენს წარმოადგენს, თუმცა, მაღალი რისკის მქონე პაციენტთა სკრინინგისთვის, თანამედროვე მედიცინაში შეუცვლელი ინსტრუმენტია ძუძუს მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფია (MRI). იგი უმაღლესი სადიაგნოსტიკო სიზუსტით გამოირჩევა.

რა შემთხვევაში ხდება საჭირო ძუძუს მაგნიტურ-რეზონანსული კვლევის ჩატარება და რა მთავარი უპირატესობებით გამოირჩევა ეს მეთოდი? – „ალიას“ ამ და სხვა საკითხებზე „ნიუჰოსპიტალსის“ ექიმი რადიოლოგი, მედიცინის დოქტორი, მაია გაგუა ესაუბრება.

– ძუძუს კიბოს დიაგნოსტიკაში მამოგრაფია და ულტრაბგერითიკვლევა უკვე მრავალი წელია ფართოდ გამოიყენება. რა შემთხვევაში ხდება საჭირო ძუძუს მაგნიტურ- რეზონანსული ტომოგრაფიის ჩატარება და რა უპირატესობა აქვს მას?

– კვლევა გამოიყენება სკრინინგის მიზნით

  • მაღალი რისკის მქონე პაციენტებში (ოჯახური ანამნეზის ან/და BRCA1 ან BRCA2 ან/და მუტაციის არსებობის შემთხვევაში).
  • ძუძუს კიბოს ადრეულ დიაგნოსტიკაში, განსაკუთრებით მკვრივი ძუძუს შემთხვევაში, როცა მამოგრაფიით ან/და ულტრაბგერითი კვლევით შეფასება მკვეთრად გართულებულია,
  • ძუძუს მულტიფოკალური დაზიანების შემთხვევაში, რათა მოვახდინოთ კიბოზე საეჭვო უბნის დროული გამოვლენა.
  • პრექირურგიული დაგეგმარებისთვის
  • სიმსივნის გავრცელებისა და სტადიურობის დადგენის მიზნით
  • სიმსივნის რეციდივის გამოვლენის მიზნით
  • პოსტოპერაციულ ნაწიბურსა და სიმსივნის რეციდივს შორის დიფერენცირებისთვის
  • ნეოადიუვანტური ქიმიოთერაპიის ეფექტურობის შესაფასებლად
  • სხივური თერაპიის შემდგომი ცვლილებების შესაფასებლად
  • იმპლანტების შესაფასებლად (სილიკონის რუპტურა, სხვა გართულებები)
  • ორსულ და მეძუძურ პაციენტებში ძუძუს დაავადებათა სადიაგნოსტიკოდ.

– რა შესაძლებლობებს სთავაზობს „ნიუჰოსპიტალსის“ რადიოლოგიის ცენტრი პაციენტებს ძუძუს მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფიის მიმართულებით და რა უპირატესობას ქმნის თანამედროვე ტექნოლოგიები, გამოცდილი რადიოლოგების გუნდი და კვლევის შედეგების მაღალპროფესიული შეფასება ზუსტი დიაგნოსტიკისთვის?

– “ნიუჰოსპიტალსის” რადიოლოგიის ცენტრი პაციენტებს სთავაზობს ძუძუს მაგნიტურ- რეზონანსულ ტომოგრაფიას (MRI) — თანამედროვე, მაღალინფორმაციულ კვლევას, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ძუძუს პათოლოგიების გამოვლენასა და შეფასებაში.

თუმცა, ზუსტი დიაგნოსტიკა მხოლოდ თანამედროვე აპარატურაზე არ არის დამოკიდებული. არანაკლებ მნიშვნელოვანია კვლევის სწორად დაგეგმვა, შესაბამისი პროტოკოლის შერჩევა და მიღებული გამოსახულებების; გამოცდილი რადიოლოგის მიერ ინტერპრეტაცია. სწორედ ტექნოლოგიის, პროფესიული გამოცდილებისა და კვლევის შედეგების კომპლექსური შეფასების ერთობლიობა ქმნის საფუძველს მაღალი ხარისხის დიაგნოსტიკისთვის.

ჩვენი მიზანია, თითოეულ პაციენტს შევთავაზოთ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული დიაგნოსტიკური მიდგომა, რათა მიღებული ინფორმაცია დაეხმაროს მკურნალ ექიმს შემდგომი მართვის სწორი ტაქტიკის განსაზღვრაში. საბოლოო ჯამში, ხარისხიანი რადიოლოგიური დიაგნოსტიკა მხოლოდ დაავადების აღმოჩენას კი არა, პაციენტის დროულ და სწორ მართვასაც ემსახურება.

– ვისთვის შეიძლება იყოს რეკომენდებული, ძუძუს სკრინინგის მიზნით, მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია და რამდენად მნიშვნელოვანია კვლევა მაღალი რისკის მქონე ქალებისთვის, მათ შორის ოჯახური ანამნეზის შემთხვევაში?

– ძუძუს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია სკრინინგის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ნფორმაციული მეთოდია და განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ძუძუს კიბოს განვითარების მაღალი რისკის მქონე ქალებისთვის.

ასეთ ჯგუფს მიეკუთვნებიან ქალები, რომლებსაც სიცოცხლის განმავლობაში ძუძუს კიბოს განვითარების მნიშვნელოვნად მომატებული რისკი აქვთ, მათ შორის – დატვირთული ოჯახური ანამნეზის, გარკვეული მემკვიდრეობითი, გენეტიკური მუტაციების, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოჯახური ანამნეზის სწორად შეფასება.

მაგალითად BRCA1-ისა და BRCA2-ის მატარებლობის, ან ახალგაზრდა ასაკში გულმკერდის არეში ჩატარებული სხივური თერაპიის გამო.

თუ ქალის დედას და ან სხვა ახლო ნათესავს ძუძუს კიბო ახალგაზრდა ასაკში ჰქონდა,

ეს შეიძლება დამატებითი რისკის მაჩვენებელი იყოს და საჭიროებდეს ინდივიდუალურ შეფასებას. ასეთ შემთხვევებში, ოჯახის ისტორიისა და სხვა რისკფაქტორების გათვალისწინებით, შესაძლოა რეკომენდებული იყოს დამატებითი გენეტიკური კონსულტაცია და ძუძუს MRI-ს ჩართვა სკრინინგის პროგრამაში.

– მაინც რა დამატებით ინფორმაციას გვაძლევს ეს კვლევა უკვე გამოვლენილი სიმსივნური პროცესის დროს და როგორ გვეხმარება სიმსივნის გავრცელების, მრავალკეროვანი დაზიანებებისა და სტადიის შეფასებაში?

– უკვე გამოვლენილი სიმსივნური პროცესის დროს ძუძუს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია მნიშვნელოვან დამატებით ინფორმაციას გვაწვდის, რაც დაავადების გავრცელების უფრო სრულყოფილად შეფასებისა და მკურნალობის სწორი ტაქტიკის განსაზღვრისთვის არის საჭირო.

MRI გვაძლევს სიმსივნის ზომის, ლოკალიზაციისა და მიმდებარე ქსოვილებთან მისი ურთიერთმიმართების დეტალურად შეფასების შესაძლებლობას. ამასთანავე, კვლევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დამატებითი სიმსივნური კერების გამოსავლენად. ეს გვეხმარება განვასხვავოთ ერთეული კერა მრავალკეროვანი ან მულტიცენტრული დაზიანებისგან, რამაც შესაძლოა გავლენა იქონიოს ქირურგიული ჩარევის დაგეგმვაზე.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია სიმსივნის გავრცელების შეფასება მიმდებარე ქსოვილებში. მიღებული ინფორმაცია მკურნალ გუნდს ეხმარება დაავადების ადგილობრივი გავრცელების უკეთ გააზრებასა და ინდივიდუალურად მორგებული მკურნალობის გეგმის შემუშავებაში.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ MRI-ს შესაძლებლობები მხოლოდ სიმსივნის ზომის განსაზღვრით არ შემოიფარგლება. კონტრასტული გაძლიერების დინამიკისა და სხვა გამოსახულებითი მახასიათებლების შეფასება გვაწვდის ინფორმაციას დაზიანების ხასიათის შესახებ და გვეხმარება დამატებითი საეჭვო უბნების იდენტიფიცირებაში.

– რამდენად მნიშვნელოვანია ძუძუს მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია ქირურგიული ჩარევის, დაგეგმვის, მკურნალობისა და პოსტოპერაციულ პერიოდში?

– ძუძუს მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ძუძუს კიბოს მკურნალობის სხვადასხვა ეტაპზე – როგორც ქირურგიული ჩარევის დაგეგმვისას, ისე მკურნალობის ეფექტიანობისა და პოსტოპერაციული მდგომარეობის შეფასებისას.

ოპერაციამდე MRI გვეხმარება სიმსივნის ზომისა და ადგილობრივი გავრცელების უფრო ზუსტად განსაზღვრაში, დამატებითი კერების გამოვლენასა და მეორე ძუძუს შეფასებაში. ეს ინფორმაცია ქირურგისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოპერაციის მოცულობისა და ტაქტიკის განსაზღვრისას, რათა შესაძლებელი გახდეს ონკოლოგიურად გამართლებული და ამავდროულად მაქსიმალურად ინდივიდუალიზებული მიდგომის შერჩევა.

ნეოადიუვანტური მკურნალობის, ანუ ოპერაციამდე ჩატარებული სისტემური თერაპიის შემთხვევაში, MRI საშუალებას გვაძლევს შევაფასოთ სიმსივნის ზომისა და კონტრასტული გაძლიერების ცვლილებები მკურნალობის პროცესში. ეს ეხმარება მკურნალ გუნდს თერაპიაზე პასუხის შეფასებასა და შემდგომი მართვის დაგეგმვაში. ამასთან, გამოსახულებითი კვლევით მიღებული პასუხი ყოველთვის სრულად არ ემთხვევა სიმსივნური უჯრედების რეალურ ნარჩენ რაოდენობას, ამიტომ საბოლოო შეფასება სხვა კლინიკურ და პათოლოგიურ მონაცემებთან ერთად ხდება პოსტოპერაციულ პერიოდში.

MRI განსაკუთრებით სასარგებლოა შერჩეულ შემთხვევებში:

  • როდესაც საჭიროა ნაწიბუროვანი ცვლილებებისა და სიმსივნის შესაძლო ნარჩენი ან რეციდიული პროცესის დიფერენცირება. კონტრასტული გაძლიერების ხასიათი,
  • დაზიანების მდებარეობა და დროში ცვლილება რადიოლოგს დამატებითი ინფორმაციის მიღებაში ეხმარება.

თუმცა კვლევის ჩატარების დრო და მიზანშეწონილობა ინდივიდუალურად უნდა განისაზღვროს, რადგან ოპერაციის შემდგომმა ანთებითმა და შეხორცებითმა ცვლილებებმა შესაძლოა ინტერპრეტაცია გაართულოს.

მნიშვნელოვანია, რომ ძუძუს MRI არ განვიხილოთ იზოლირებულ კვლევად. მისი შედეგები უნდა შეფასდეს მამოგრაფიის, ულტრაბგერითიკვლევის, ჰისტოლოგიური პასუხისა და პაციენტის კლინიკური მონაცემების გათვალისწინებით.

საბოლო ოჯამში, თანამედროვე MRI ტექნოლოგიები და რადიოლოგის გამოცდილება მკურნალ გუნდს საშუალებას აძლევს, მიიღოს უფრო სრულყოფილი ინფორმაცია დაავადების შესახებ და თითოეული პაციენტისთვის მკურნალობის მაქსიმალურად დასაბუთებული ტაქტიკა შეარჩიოს.

– როგორ ტარდება ძუძუს მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია? რას გულისხმობს კვლევის დროს კონტრასტირება და რამდენად ხანგრძლივი და კომფორტულია კვლევა პაციენტისთვის?

– ძუძუს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია არაინვაზიური, უმტკივნეულო და მაღალინფორმაციული კვლევაა, რომელიც ძუძუს ქსოვილების დეტალური გამოსახულების მიღების საშუალებას გვაძლევს მაგნიტური ველისა და რადიოსიხშირული იმპულსების გამოყენებით, მაიონიზირებელი გამოსხივების გარეშე. მნიშვნელოვანია, პაციენტი მთელი კვლევის განმავლობაში მაქსიმალურად მშვიდად და უძრავად იწვეს, რათა მივიღოთ მაღალი ხარისხის გამოსახულებები.

ძუძუს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის დროს ხდება ძუძუს დინამიური/კონტრასტირება და მიღებული შედეგების მულტიპარამეტრული ანალიზი, რაც გვაძლევს საშუალებას შევისწავლოთ წარმონაქმნის როგორც ანატომიური(ფორმა, ზომა, სტრუქტურა, კონტურები…), ასევე ფუნქციური მახასიათებლები (კეთილთვისებიანია პროცესი თუ ავთვისებიანი).

ძუძუს მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა უსაფრთხო და უვნებელია ყველა ასაკის პაციენტისთვის (მათ შორის ორსულებისთვის), ის არ შეიცავს სხივურ დატვირთვას, კვლევა უმტკივნეულოა, ხანგრძლივობა – 30 წთ.

ჩვენი მიზანია, პაციენტმა კვლევა მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩაიტაროს და მიიღოს მაქსიმალურად ხარისხიანი დიაგნოსტიკური შედეგი. სწორედ პაციენტის სწორად მომზადება, თანამედროვე ტექნოლოგია და გამოცდილი რადიოლოგის მიერ მიღებული გამოსახულებების შეფასება განაპირობებს კვლევის მაღალ დიაგნოსტიკურ ღირებულებას.

(R)

თეგები: ნიუ ჰოსპიტალსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი განაწილება უკვე 6 თვეზე – ეფექტური 0%-ით
ახალი ამბები

თიბისი განაწილება უკვე 6 თვეზე – ეფექტური 0%-ით

13:26 11-02-2026
მითები და რეალობა ანალიზების შესახებ – სად გადის ზღვარი ჩვევებსა და ლაბორატორიულ სიზუსტეს შორის
ახალი ამბები

მითები და რეალობა ანალიზების შესახებ – სად გადის ზღვარი ჩვევებსა და ლაბორატორიულ სიზუსტეს შორის

09:00 11-02-2026
ძუძუს ჯანმრთელობა და თანამედროვე დიაგნოსტიკა: რა უნდა ვიცოდეთ MRI კვლევაზე
ახალი ამბები

ძუძუს ჯანმრთელობა და თანამედროვე დიაგნოსტიკა: რა უნდა ვიცოდეთ MRI კვლევაზე

15:28 11-01-2026
“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს
ახალი ამბები

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს

18:54 10-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved