თბილისის ცენტრში მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა შინაგან საქმეთა მოქმედი მინისტრის დაკითხვას ითხოვს.
სოციალურ ქსელში, ის წერს:
ქვეყანაში სადაც სამართალს თვალის ჩინივით დავეძებთ ლამის სრულიად ერი, მიჭირს ყოველ ჯერზე საზოგადოების ყურადღების მიპყრობა, მაგრამ სხვა გზა არ არის…
დღეს იყო სასამართლო პროცესი, ჩვენ აბსურდის თეატრის მონაწილედ არ გამოვდგებით, წერეთ და იკითხეთ და ალაპარაკეთ ადვოკატებს რამდენიც გინდათ…სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებენ მათიც მესმის..არ მესმის შინაგან საქმეთა მინისტრის, რომელმაც მათემატიკური სიზუსტით იცის ყველაფერი, მან უშუალოდ მკვლელი ჭელიძის და კაველაძისგან მოისმინა, მეგონა მას ეყოფოდა გამბედაობა და რაღაცა სახით მაინც სინათლის მხარეს დადგებოდა, მაგრამ ალბათ დამკვეთი ძალიან, ძალიან უძლეველია…
უნდა დაიკითხოს სულხან თამაზაშვილი
…
ჩვენი ცხოვრების რეჟიმი ასეთია, მოკლედ: ნიკოკვარაცხელიას დედამ მიმართა სულხან თამაზაშვილს მან პასუხი არ დაუბრუნა, ირიბად , მხოლოდ სულხან თამაზაშვილის დასაცავად, უპასუხა ბატონმა ცოტნე ანანიძემ, მერე ნიკო კვარაცხელიას დედას მხარდაჭერა გამოუხატა ძვირფასმა ქალბატონმა ეკა კუპატაძემ გიგა ავალიანის დედამ, იქ რამოდენიმე ადამიანს ძალიან უნდა მხარდაჭერის გამოხატვა მაგრამ სამსახურს დაკარგავს და ეშინია……
ასე გრძელდება უსასრულოდ “მოდი ვნახოთ ვენახი”- სა არ იყოს….მე გეტყვით მარტივად: ოცდაათ ტომზე მეტია ნიკო კვარაცხელიას საქმე რომელზეც მართლმსაჯულების სახლის ახალგაზრდა იურისტები, ხელმძღვანელთან ქალბატონ ეკა ბესელიასთან ერთად მუშაობდნენ….ეს ზღვა მასალა საშინელი ტკივილის ფასად შევისწავლე მეც, შემიძლია გითხრათ ამ უსასტიკესი მკვლელობის მასალებში “მბჟუტავად ანათებს”ორი ადამიანის სახელი, რომლებიც თუ საკუთარი სინდისის ხმას მოუსმენენ იმედი მაქვს ამ საქმეს ნათელს მოჰფენენ, ერთი სწორედ ბატონი სულხან თამაზაშვილია მეორე გიორგი კავილაძის მამა( რომლის მეგობართან საუბრის დეტალებს გავეცანი)
მინდა ორივე დაიკითხოს!!!არ მივცემთ ჩვენებას, ესეც პასუხია ჩემთვის!!!!მეგობრებო მე არ ვიცი ამ ქვეყანაში როდის იქნება სამართლიანი სასამართლო სისტემა, ვერ დაველოდები უსასრულოდ, პასუხს ვითხოვ ახლა რადგან ამ მკვლელობის უზუსტესად შეფასება მარტო ჩვენი ოჯახისთვის არ არის მნიშვნელოვანი , ის მნიშვნელოვანია ჩვენი მომავლისთვის!!!
მხოლოდ ერთს დავამატებ, ნიკო კვარაცხელიას საქმე კულისებს მიღმა, ქუჩაში, სკვერში და ასე შემდეგ არ გაირჩევა. მხოლოდ სამართლებრივი კუთხით და უზუსტესად უნდა შეფასდეს











კომენტარები