ჟურნალისტის კითხვაზე, უნდა დაიწყოს თუ არა გამოძიება ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მამუკა მდინარაძეზე გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, ირაკლი კობახიძე პასუხობს:
„მას ძალიან ბევრი რამ აქვს გაკეთებული გუნდისთვის, ეს შემიძლია გითხრათ… უშეცდომო არავინ არ არის ღმერთის გარდა, შესაბამისად შეცდომას ყველა ადამიანი უშვებს ბუნებრივია, მეც შეიძლება ბევრი შეცდომა მაქვს დაშვებული…
მე კიდევ ერთხელ მინდა მას გადავუხადო მადლობა ყველა კარგი საქმისთვის, რაც აქვს გაკეთებული გუნდისთვის და ქვეყნისთვის…”, – თქვა კობახიძემ.











კომენტარები