• რეკლამა
  • კონტაქტი
19:50, ორშაბათი, 12 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“როგორც ჩანს, ესეც “ჩინურია” თქვენნაირებისთვის” – ლაშა ბუღაძე

ალია ავტორი - ალია
17:59 10-12-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
342

მწერალი ლაშა ბუღაძე:

ენაწყლიან ფეხბურთელს უთქვამს, რომ წიგნის მაღაზიებში ბესტსელერია ჩემი რომანი, როცა დოსტოევსკის “ჩანაწერები იატაკქვეშეთიდან” ვერსად უნახავს ამ მაღაზიებში, მხოლოდ ბუკინისტებთანო, რაც ქ. ოცნების და თავად რუსების პროპაგანდის მსგავსად, ჩემი და ჩემნიარების რუსოფობიად გაუსაღებია.
მილან კუნდერას იმოწმებს – მე რომ ვახსენებ – დოსტოევსკის წიგნების უკან რუსული ტანკები დგანანო. მომწონს, რომ კუნდერაც იცის ან წაუკითხავს ამ კაცს, მაგრამ კარგი იქნება ისიც იცოდეს, რომ ჩეხი მწერალი ამას იოსიფ ბროდსკის უწერს – კაცს, რომელიც ზიზღს ანთხევდა უკრაინის დამოუკიდებლობის გამო და საბჭოთა სისტემის კრიტიკის მიუხედავად, რეალურად არანაირი პრობლემა არ ჰქონია რუსული იმპერიალისტური იდეის მიმართ, რომლისთვისაც რუსული კულტურაც, დიახ, რუსული ექსპანსიის ნაწილი იყო ყოველთვის.
თუმცა ბროდსკი, გრიბოედოვის ძეგლი თბილისში თუ ლერმონტოვის ქანდაკება ჯვრის მონასტრის მახლობლად კიდევ ნაკლები პრობლემაა იმასთან შედარებით, თუ როგორი წალეკილია ივანიშვილის საქართველო შეფარული და ღია პუტინისტი “არტისტებით” – დღე არ გავა რომ რომელიმე ხაზანოვის გასტროლების რეკლამა არ ამოხტეს ინტერნეტში, ხოლო უძრავი ქონების გაყიდვის რეკლამები რუსულად და რუსებისთვის ოკუპაციის ახალ მოდალობად არის ქცეული.
ამის მიუხედავად, რუსეთი მაინც არ არის კმაყოფილი და კვლავაც ემბარგოს უწესებს ქართულ ღვინოებსა და მინერალურ წყლებს, რადგან სამწუხაროდ დოსტოევსკის სიყვარული (ან ევროპის მტრად გამოცხადება ივანიშვილის მარიონეტებისგან) რუსეთისთვის სრულებით არ არის საკმარისი – მას ისევე უნდა საქართველოს დაპყრობა და მიერთება, როგორც დონბასისა და ლუჰანსკის ნაწილი და აფხაზეთი და ცხინვალი აქვს მიერთებული.
თავად დოსტოევსკის რომანები რომ თბილისის წიგნის მაღაზიებში არაა, ესეც დიდი ტყუილია და ამაში დასარწმუნებლად ამ წიგნის მაღაზიებში შესვლაა საჭირო, ხოლო “ჩანაწერები იატაკქვეშეთიდან” სწორედ ნაწამები და ნატანჯი პატიმრების იმ ღაღადზეა, რომელთა ხმაც კონფორმისტთა ყურამდე არ მიდის. ისე მაინც წაიკითხეთ დოსტოევსკი, რომ როგორმე ჩვენი დროის ტრაგედიაც ამოიცნოთ მისგან: ხმას რომ არ იღებთ ნაწამებ და გაუპატიურებულ პატიმარზე და ზეწოლად წარმოაჩენთ თანაგრძნობაზე მოწოდებას!.. მაგრამ როგორც ჩანს, ესეც “ჩინურია” თქვენნაირებისთვის.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ტახტი სათავსოთი
ახალი ამბები

როგორ შევარჩიოთ ტახტი სათავსოთი

18:59 10-12-2026
თიბისიში გზავნილები მომგებიანია – ბრენდმა მომხმარებლებს მორიგი მასშტაბური კამპანია მოუმზადა
ახალი ამბები

თიბისიში გზავნილები მომგებიანია – ბრენდმა მომხმარებლებს მორიგი მასშტაბური კამპანია მოუმზადა

14:13 10-12-2026
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

12:36 10-12-2026
საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა

16:47 10-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved