ქართული ოცნების პირველმა პირმა, ირაკლი კობახიძემ, ბრიფინგზე, განაცხადა, რომ პენსია, 70 წლამდე ადამიანებისთვის, ნაცვლად 20 ლარისა გაიზრდება 45 ლარით და თქვა, რომ + 25 ლარი დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, თუმცა პენსიონრები უფრო მნიშვნელოვანია და ეს ოქროს შუალედია, ამაზე მეტად მომატების შემთხვევაში, ეკონომიკის ზრდა შენელდება.
აღნიშნული ცვლილება გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტში პენსიებისთვის გამოყოფილი ხარჯების ზრდას დამატებით 128 მილიონი ლარით. მინდა შეგახსენოთ, რომ სოციალური ხარჯების წილი სახელმწიფო ბიუჯეტში 33 პროცენტით განისაზღვრება. სოციალურ ხარჯებზე სახელმწიფო ბიუჯეტის ერთი მესამედია გამოყოფილი, ეს ნიშნავს, რომ სოციალური ხარჯები უკვე დასაშვები ნორმის და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების რეკომენდაციების ზღვარზეა, – თქვა კობახიძემ











კომენტარები