ზელენსკიმ ABC News-ს სატელევიზიო ინტერვიუში დონალდ ტრამპის პასუხად, რომელმაც გუშინ, 10 ოქტომბერს თქვა, რომ დროა, უკრაინამ ახალი პრეზიდენტი აირჩიოს. თქვა
„პირველ რიგში, პრეზიდენტ ტრამპისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ჩვენი საზოგადოების, ჩვენი ხალხის გადასაწყვეტია ამა თუ იმ ლიდერის არჩევა.”
ამავე ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თუ პუტინი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმდება, უკრაინა არჩევნებს ჩაატარებს: „გთხოვთ, უთხარით პუტინს, მოგვცეს ორი თვე – 60 დღე სრული ცეცხლის შეწყვეტისთვის – და ჩვენ არჩევნებს ჩავატარებთ“
ABC News-თან ინტერვიუში ზელენსკიმ განაცხადა ისიც, რომ, მისი აზრით, უკრაინის მწვავე კრიტიკის მიზეზი ის არის, რომ ამერიკის ადმინისტრაცია პუტინის შეჩერების გზას ვერ პოულობს: „ეს ხალხი ვერ პოულობს პუტინის შეჩერების გასაღებს. იმიტომ, რომ პუტინის შეჩერება უფრო რთულია, ვიდრე სხვებზე ზეწოლა. იმიტომ, რომ უფრო ადვილია ფასებზე საუბარი და მათი უკრაინასთან დაკავშირება“, – თქვა ზელენსკიმ და დასძინა, რომ ყველამ იცის, რომ საწვავის ფასების ზრდის რეალური მიზეზი ახლო აღმოსავლეთის ომია.











კომენტარები