მასაჩუსეტის უნივერსიტეტის პროფესორი, ზურაბ გურული:
როდესაც სამშობლოდან დახმარების მიღების გარეშე დარჩენილი, დამარცხებული ჰანიბალი კართაგენში დაბრუნდა, კართაგენის მთავრობას მისი დანახვა არ გახარებია, მაგრამ ჰანიბალი კართაგენელ მოქალაქეებს უყვარდათ ძალიან. უყვარდათ, რადგან მხოლოდ მან შეძლო რომის იმპერია 15 წელი გაემწარებინა.დაჩოქებულ კართაგენს წლიურად 5 ტონა ვერცხლი უნდა გადაეხადა რომისათვის 50 წლის განმავლობაში და თან უარი ეთქვა ჯარზეც და ფლოტზეც. რა საშველი იყო. სასტიკი იყო რომი. კართაგენის ელიტამ გადასახადების მკვეთრი გაზრდა დაიწყო.და ამ დროს, სასოწარკვეთილმა მოქალაქეებმა, ელიტის წინააღმდეგობის მიუხედავად, ჰანიბალი აირჩია ქალაქის საბჭოს მმართველად. რესპუბლიკა იყო მაშინ კართაგენი. ჰანიბალი ისეთივე დიდებული პოლიტიკოს-ეკონომისტი გამოდგა, როგორიც სარდალი იყო. მან სამხედრო გამჭრიახობით დაითვალა ქალაქ-სახელმწიფოს შემოსავალი; აღმოაჩინა რომ კორუმპირებული ელიტა უამრავ ფულს იპარავდა; გადაუკეტა მათ კორუფციის გზები და იმდენი ფული შეიტანა ხაზინაში, რომ გადასახადების არათუ გაზრდა, შემცირებაც კი გახდა შესაძლებელი. მდიდარი იყო კართაგენი.მოქალაქეები ბედნიერები იყვნენ. მაგრამ ჭმუნავდა ელიტა. ფული შემოაკლდათ. ჰოდა, აფრინეს რომში წერილი. ჰანიბალი რომის წინააღმდეგ აჯანყებას ამზადებს და მიხედეთო.რომაელებმა იცოდნენ ვისთანაც ჰქონდათ საქმე და სასწრაფოდ გამოგზავნეს “კომისია”. ჰანიბალი მიხვდა რაც მოხდა და გაასწრო. ღამით გაიპარა სამშობლოდან.კართაგენულმა ელიტამ ამოისუნთქა. სულ ტყუილად ოღონდ. რომი მიხვდა, რომ ქალაქს გაძლიერების პოტენცია ჰქონდა და ამიტომ საძირკვლიანად დააქცია ისე, რომ სამუდამოდ აღგავა პირისაგან მიწისა.ჰანიბალი ვერ მოესწრო ოღონდ ამას. გადახვეწილი ლტოლვილი ბოლოს მაინც მოიხელთეს რომაელებმა ლიბისაში და მოკლეს…ქემალ ათა-თურქმა მოძებნა ის ადგილი, სადაც გადმოცემით ჰანიბალის საფლავი იყო და მის საპატივცემულოდ მომუმენტი დადგა.უდიდეს პატივს სცემდა და უყვარდა ჰანიბალი ქემალს. დიდი გენერალი და პოლიტიკოსი იყო თავადაც და იმიტომ.ასე დააქცია კართაგენი არა რომმა, არამედ კართაგენის ელიტამ. ასეთი დამანგრეველი ძალა აქვს ელიტარულ კორუფციას და აულაგმავ სიხარბეს.3 დეკემბერს ამერიკა საჯაროდ დახვრეტს ბოროტ ტერორისტს. დახვრეტს ჯარისკაცთა მსროლელი რაზმის მეშვეობით. პროცესი ტელევიზიით იქნება გადაცემული.ადრე, სანამ ჰანიბალ ბარკას ამბავს წავიკითხავდი ბავშვობაში, მეცოდებოდნენ კორუფციის გამო დახვრეტილები. დღეს უკვე აღარ. მეც ვუყურებდი ალბათ.











კომენტარები