• რეკლამა
  • კონტაქტი
13:59, ორშაბათი, 27 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა მოხდა რეალურად „ვიზიარის“ გარშემო, ვის მიბაძა ნათია თურნავამ და რატომ არ ხსნის ხელისუფლება საჰაერო მიმოსვლას?

ალია ავტორი - ალია
00:48 07-08-2020
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
79

„ალიას“ ესაუბრება  საქართველოს პარლამენტის წევრი, პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ დამფუძნებელი, დავით ჭიჭინაძე.

– ბატონი დავით, ევროკავშირმა საქართველო იმ 15 ქვეყანას შორის შეიყვანა, სადაც მოგზაურობა, სხვებთან შედარებით, უსაფრთხოა. ამის საპასუხოდ, ხელისუფლებამ  საჰაერო მიმოსვლა ისევ არ გახსნა. მართლა ეშინიათ თუ რამე სხვა მიზეზია?

– ჩვენს ქვეყანაში, როგორც ყოველთვის, პოლიტიკური ინტერესები უფრო მაღლა დგას ვიდრე ჩვენი  საზოგადოების ინტერესები. აქედან გამომდინარე, მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ დარჩნენ ხელისუფლებაში. ნებისმიერი ახალი ძალა, რომელიც მოვა ხელისუფლებაში, მათ იმ ადგილს მოუჩენს, რომელსაც იმსახურებენ. მათ ხალხი მოატყუეს, ქვეყანა გაძარცვეს, ქვეყნის პრივატიზაცია მოახდინეს.  პრაქტიკულად, ყველა სახელმწიფო უწყების პრივატიზაცია  მოახდინეს.  არჩევნების წინ „ქართულ ოცნებას“ არანაირად არ აწყობს, რომ საზოგადოება უფრო გახსნილი იყოს. თქვენ გახსოვთ, როდის ვიყავით ჩაკეტილები – საბჭოთა კავშირის დროს, მაშინ არ გვიშვებდნენ არსად. ამ ხელისუფლებას მოეწონა, ასეთ ჩაკეტილ გარემოში რომ აცხოვრებს ხალხს. აქედან გამომდინარე, ჩვენ რომ არ გვქონდეს თავისუფლად გადაადგილების საშუალება, არ გვქონდეს შემოსავლის მიღების  საშუალება მათგან დამოუკიდებლად, ეს მათი ცხოვრებისეული ამოცანაა.  იმ მათხოვრული დაპირებების ფონზე, რომელთაც ხალხს აძლევენ და იმასაც არ უსრულებენ, სხვა გზა აღარ აქვთ, ამით უნდა გაიხანგრძლივონ ხელისუფლებაში ყოფნა.  ჭკუათმყოფელი ადამიანი, რასაც ესენი აკეთებენ, იმას როგორ გააკეთებს? ევროპა, ცივილიზებული სამყარო გაიხსნა.  ესენი იძახიან, მე იმ ევროპის და იმ ცივილიზებული სამყაროს ნაწილი ვარო. კი, ბატონო, გეუბნებიან ისინიც, რომ ხარ და  შეზღუდვები მოგიხსნეს, კარი გაგიღეს, შემოდიო და ესენი უარს ამბობენ, ფრენები არ განაახლეს.  ჩვენ რომ ასეთი დადებითი  შედეგი მიგვეღო კორონავირუსთან დაკავშირებით,  პანდემიასთან ბრძოლის კუთხით ეფექტური, რაც გვაქვს კიდეც,  ამის გამო დავანგრიეთ ჩვენი ეკონომიკა,  ჩვენს მოსახლეობას შემოსავლები შევუმცირეთ, ბევრს საერთოდ  გაუქრა, უმუშევარია დღემდე და ასეთად დარჩება. სამუშაო ადგილები დაიკარგა და ვეღარასდროს აღდგება, საშუალო და დაბალ ფენებს უდიდესი დარტყმა მიადგათ, წელში გადატყდა ხალხი და ახლა  იმის ნაცვლად, რომ ამ ადამიანებმა სხვა და სხვა სფეროში შეძლონ შემოსავლების მიღება, ტურისტულმა სააგენტოებმა შეძლონ უცხოელების მოძიება, ჩამოიყვანონ და ცოტა სული მოითქვან, ამ მართლა უგუნურ გადაწყვეტილებას იღებს ხელისუფლება. ამას მხოლოდ ერთი ახსნა აქვს -მათ უნდათ, ჩაკეტილ სამყაროში აცხოვრონ ქვეყანა, არანაირი ინფორმირებულობა და არანაირი  კავშირი თავისუფალ სამყაროსთან.

– უნგრული  კომპანია „ვიზეარი“, რომელსაც დაბალი ფასები ჰქონდა, პრაქტიკულად, გააქციეს ქვეყნიდან, აქ რა ძაღლის თავია დამარხული?

– მაგ ნაწილში, ცოტა სხვაგვარად არის საქმე და არა ისე, როგორც გავრცელდა ინფორმაცია. „ვიზეარს“ სახელმწიფო ფულს უხდიდა და სხვას თუ გადაუხდის, ის იფრენს იმ დაბალი ტარიფებით. „ვიზეარის“ დაბალი ფასები,  სახელმწიფოს სუფსიდირების გამოც  იყო. ეს ის შემოსავლებია,  რომელსაც ჩვენ თურქებისგან ვიღებთ თბილისის აეროპორტიდან. მთავარი დანაშაული ის არის, რომ თურქულ კომპანიას „ტავ ურბან საქართველოს“ გადასცეს თბილისის აეროპორტი 2027 წლამდე და 2005  წელს დადებული კაბალური ხელშეკრულება 2015 წელს გაუგრძელეს. 400 მილიონ დოლარზე  მეტი შემოსავალი გადიოდა  ყოველწლიურად აეროპორტიდან. შესაძლოა, ახლა მეტიც გადის. ის მოსაკრებლები, რომელთაც ჩვენ, სახელმწიფო, ვიღებთ აეროპორტიდან, ეს თანხა  კიდევ არა ჩვენი ავიაციის, საავიაციო ინფრასტრუქტურის განვითარებას ხმარდებოდა, არამედ სხვა ქვეყნების ავიაკომპანიების სუფსიდირებას და  ვფიქრობ, ეს არ არის სწორი, რომ ერთ რომელიმე კომპანიას შეუქმნან ასეთი  პირობები. ყველა კომპანია სახელმწიფომ თანაბარ პირობებში უნდა ჩააყენოს, რომ გაჩნდეს რეალური კონკურენცია.

– ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა,  უცხოეთის ქვეყნების მოქალაქეები თუ  ჩამოვლენ ტურისტული თუ საქმიანი მიზნებისთვის საქართველოში, ისინი ორკვირიან კარანტინს საკუთარი ხარჯით გაივლიან სასტუმროებში და ეს მნიშვნელოვანი შემოსავლები იქნება ამ სასტუმროებისთვისო. სიმართლე გითხრათ, ეს რომ მოვისმინე, თავიდან მეგონა, მინისტრი ხუმრობდა და თურმე სერიოზულად ამბობდა. ასეთი აბსურდული განცხადების გამო, ნორმალურ ქვეყნებში მინისტრები პოსტებს სტოვებენ. საიდან მოსდით ასეთი აზრები, საიდან იგონებენ, რას ემსახურება ეს ყველაფერი?

– გეტყვით, რას ემსახურება და საიდანაც იგონებენ. ამგვარი განცხადება მაისში გააკეთა ბრიტანეთის მთავრობამ, მაგრამ მასში სხვა შინაარსი იდო. ბრიტანეთის მთავრობა ანალოგიურ, ორ კვირიან  საკარანტინო რეჟიმს, უწესებდა  იმ ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც  მწვანე ზონაში არ იქნებოდნენ, რომელი ქვეყნებიდანაც კორინავირუსის გავრცელების რისკი მაღალი იყო და იმ შემთხვევაში შეუშვებდნენ ქვეყანაში, თუ ამ ორკვირიან კარანტინს გაივლიდნენ საკუთარი ხარჯით. ბრიტანეთის ხელისუფლება მიხვდა, რომ არც ერთი ნორმალური ადამიანი ტურისტად იქ არ ჩავიდოდა, 2 კვირა კარანტინში არ დაჯდებოდა და ამ კარანტინის ფულს არ გადაიხდიდა. ეს განცხადება დარჩა განცხადებად. ესენი ბრიტანეთს ედრებიან. იმდენად  უვიცები არიან, ის რაც ბრიტანეთის მთავრობამ მაისში განაცხადა, უკან წაიღო, დღეს ნათია თურნავა გამოდის და იმავეს აცხადებს. თან უფრო გაამკაცრა პირობები – ეს მწვანე ზონის, უსაფრთხო ქვეყნების მოქალაქეებსაც ეხებათ. რომელი ტურისტი ჩამოვა აქ, რომელი ჩაჯდება 2 კვირა საკუთარი ხარჯით კარანტინში? 2 დღის საქმე რომ აქვს უცხოელს საქართველოში, ის ჩამოვა და დაჯდება ორი კვირა კარანტინში, თან ფულს გადაიხდის? აბსურდია, რა თქმა უნდა. თუ ასეთი იძულების წესით უნდა გამოკეტონ სასტუმროებში უცხოელები, თუ ამით სასტუმროებს პირდებიან, შემოსავლები გექნებათო, მაშინ რატომღა აძლევენ ამ სასტუმროებს ბიუჯეტიდან ფულს, რატომ ეხმარებიან? რეალურად, ჩვენს მთავრობას არანაირი გეგმა არ გააჩნია, არც ტურიზმის ხელშესაწყობად და არც სხვა სფეროებისა.  ერთი ხელი ერთს აკეთებს, მეორეთი – მეორეს. ეკონომიკის მინისტრად ქვეყანას ნათია თურნავა რომ ეყოლება და ამით იამაყებენ, პრემიერ–მინისტრი და ხელისუფლების წარმომადგენლები რომ იტყვიან, თურნავა მაგარი მინისტრიაო, ამით კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი საკმაოდ   ბუნდოვანია და ხალხს მოუწევს ხელში ძალაუფლების აღება და სულ სხვაგვარი გადანაწილება ამ მდგომარეობისა. პოლიტიკური ვითარება შესაცვლელია, იმიტომ რომ თურნავები, კონკრეტული ფინანსური ჯგუფების  მსახურები მთავრობიდან უნდა წავიდნენ. მათ არ ადარდებთ ხალხის ტკივილი, ხალხის გასაჭირი. ვინ მისცა თურნავას უფლება, სხვა ქვეყნის მოქალაქეს თავისუფლებს აღუკვეთოს? ადრე, საზოგადოებრივ წესრიგს რომ არღვევდნენ, 15 დღიან პატიმრობას  ან გამოსასწორებელ  საზოგადოებრივ სამუშაოებს უსჯიდნენ. ამათი აზროვნება და ქმედება ტოტალიტარული საბჭოთა რეჟიმის ქმედებისგან არ განსხვავდება.

ლევან ჯავახიშვილი, ალია №23

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მხარდამჭერია თიბისი
ახალი ამბები

ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მხარდამჭერია თიბისი

13:50 07-27-2026
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა

16:18 07-25-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:38 07-24-2026
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
ბიზნესი

კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის

16:33 07-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved