ნარკოლოგი, ფედერალისტების წევრი, ზურაბ სიხარულიძე:
ოცნების ნარკოპოლიტიკის მთავარი მიღწევები, როგორც ჩანს, ასეთია:
გააძვირეს „პალნის“ ფასი, ნახევარი საქართველო შარდის ანალიზის ჩასაბარებლად დაჰყავთ, ადამიანებს მართვის მოწმობებს ართმევენ და ციხეში უშვებენ მერე საპროცესოებს უფორმებენ.დახურეს ჩანაცვლებითი თერაპიის კერძო პროგრამები და ათასობით ადამიანი ქუჩაში დატოვეს. ამას კი ლეგალურ ნარკომანიასთან ბრძოლა დაარქვეს. შედეგად, გაანადგურეს წლების განმავლობაში შექმნილი ინფრასტრუქტურა, ხოლო თითქმის 2000-მდე ადამიანი პროგრამიდან გარიცხეს. ალბათ, შემდეგი ნაბიჯი მთელი სისტემის საბოლოოდ დახურვა იქნება. 3 თვეა დახურეს სახლენწიფო ნარკოლოგიური დაწესებულება და ვერც ხსნიან და კიდე ახალი დაწესებულების აშენებას ანონსებენ რომელშიც მილიონები უნდა დახარჯონ იღონდ რაც აქვთ ვერ ამუშავებენ.ათასობით ლარი დახარჯეს რესპუბლიკური საავადმყოფოს იძულებითი მკურნალობის განყოფილებაზე, რომელიც სულ რაღაც ექვს თვეში დახურეს. და 1000 ადამინი რომუნდა განეკურნათ 7 მილიონი რომ გამოყვეს და ყველას გამოჯანმრთელბას რომ გპირდებოდნენ 40 კაცი თუ დააწვინეს იქ სულ და ნუ იქ რას უკეთებენ ეს კიდე სხვა საკითხია ქუთაისში გადაიტანეს და იქაც წვიმა მოდის პალატებში და იქაც მილიონები დახარჯეს ყიდვაში და გარემონტებაშიამასობაში, იზრდება ზედოზირებების პრობლემა, რომლის რეალურ მასშტაბებსაც ხელისუფლება არ ასაჯაროებს. გაჩნდა ახალი, გაცილებით ტოქსიკური ნარკოტიკების საფრთხე, ხოლო ნარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობის ზრდაა ისეთი ვეღარც ვთვლით .ეს არის თქვენი წარმატებული ნარკოპოლიტიკა? ნარკოპოლიტიკა ამ ქვეყანაში აღარ არის !!ნარკოპოლიტიკა, რომელიც მომხმარებელს სჯის, ექიმებსა და პაციენტებს ერთმანეთს აშორებს, მკურნალობის სისტემას ანგრევს და ადამიანებს დახმარების გარეშე ტოვებს?რატომ ატყუებთ მოსახლეობას? რატომ ატყუებთ საკუთარ ამომრჩეველს? ქოცებო არ გაწუხებთ ეს ამბავი? გარშემო არ იყურებით? მოგწონთ რომ იღუპება ამდენი ახალგაზრდა? არაფერზე არ გაქვთ პროტესტი ესე რამ დაგაბრმავათ ?? ასე როგორ “აპრავებთ” ყველაფერს?ადამიანებმა ძალიან კარგად იციან, რა ხდება რეალურად. ამას ვერც პროპაგანდა დამალავს და ვერც ლამაზი ანგარიშები.ნარკოპოლიტიკა არ იზომება დაკავებულთა რაოდენობით, ჩამორთმეული მართვის მოწმობებითა და დახურული კლინიკებით. ის იზომება გადარჩენილი სიცოცხლეებით, ხელმისაწვდომი მკურნალობითა და შემცირებული ზიანით.თქვენ კი ამ ყველაფრის ნაცვლად შიშს, დასჯასა და ნგრევას გვთავაზობთ.დროა, პასუხისმგებლობა აიღოთ. დროა, წახვიდეთ სახლში! სახლში!











კომენტარები