კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე:
,,ამ დღეებში ბევრჯერ დაისვა კითხვა, რატომ არ მოყვა ხალხის სათანადო რეაქცია ციხეში დატრიალებულ მოვლენებს?
ანალოგია 2012-ის სექტემბერთან აბსოლუტურად გასაგებია, მაგრამ ახლა ქვეყანაში სრულიად განსხვავებული ვითარებაა. საზოგადოების ის ნაწილი, ვინც უკმაყოფილოა არსებული რეჟიმით გადაღლილი და გამოწურულია, მას არ სჯერა რომ მასობრივი გამოსვლით რამეს შეცვლის, რაგან ერთხელ ამან არ გაამართლა, პოლიტიკური ალტერნატვა არ არსებობს.
ცნობილი ფაქტია, რომ მხოლოდ უკმაყოფილება არ არის საკმარისი სახალხო პროტესტისთვის, საჭიროა რეჟიმის ჩანაცვლების რეალური მოლოდინი. ამას სჭირდება პასუხისმგებლიანი ოპოზიცია, ხედვა, მოქმედების გეგმა, დისციპლინა.
ასე, რომ არ უნდა ვთქვათ, თითქოს ჩვენი თანამოქალაქეები უსამართლობას ეგუებიან, არც ის, რომ მათ ბრაზი არ გაუჩნდათ, პრობლემა უფრო დიდია.“











კომენტარები