ლალი მოროშკინა, სოციალურ ქსელში, წერს:
დღევანდელ პენიტენციური დაწესებულების განცხადებას გამოვეხმაურები, იმიტომ რომ ვთვლი, მეც ვარ ადამიანურ პირობებიანი, დიდ საწოლებიანი, ნათელ საცხოვრისიანი ციხის ერთ-ერთი შემოქმედი და იმ დროის ვერცერთი მსჯავრდებული და ბრალდებული ვერ იტყვის, რომ პირადად არ მინახავს, ოპერაციას არ დავსწრებივარ, ოჯახთან კომუნიკაციაში არ დავხმარებივარ და ფსიქიური აშლილობის დროსაც ბასრი საგნით ხელში, განსაცდელში დამიტოვებია.ყველამ ვიცით, რომ უსამშობლო მტრებს სიტუაციის არევა ციხიდან უნდათ!ისიც კარგად ვიცით, რომ სისტემაში მრავლადაა ჩანერგილი საბოტაჟნიკი, რომელმაც ისიც კარგად იცის კამერა სადაა და რა რაკურსით გადააღებინოს თავი.ვფიქრობ უნდა დასრულდეს ციხის ზედმეტად გალიბერალიზაცია.აწყინათ ამდენმა კონცერტმა,რესოციალიზაციამ,ტენისმა ღია სივრცეში, საშინაო კინოთეატრებმა,ჩეფირის “პასიდელკებმა”.არსებობს სიხისტის ზედა და ქვედა ზღვარი.დაუწერელი კანონია ლავირება იმ პატიმრებთან, რომლებიც სისტემას პრობლემას არ უქმნიან, ხოლი კანონით დასჯა იმ კონტინგენტის, რომელიც საერთო “პალაჟენიესაც” აფუჭებს და ახლა უკვე პოლიტიკური სიტუაციის არევას ცდილობს გარკვეული ანგარების სანაცვლოდ.არცერთი ფაქტი არ უნდა დარჩეს ყურადღების მიღმა.ციხე ციხეა და არა კეთილშობილ გოგონათა პანსიონი.“სვაბოდაზე” რომ მოსუქებულები, ლოყებღაჟღაჟა და ტექნიკით იღლიის ქვეშ ამოდებულები გამოდიან,ნორვეგიელი უფლებადამცველები нервно курят в коридоре.მოკლედ!უნდა დაისაჯოს ყველა ბადრაგი მცირე გადაცდომაზეც კი!სად ვიშოვოთ ბადრაგები არავის არ უნდა მუშაობაო.მოუმატეთ პარლამენტარების რესურსის ხარჯზე ხელფასები და რიგები დაგიდგებათ!სანამ დროა, უნდა დაისაჯოს ყველა პროვოკატორი პატიმარი და დაემატოს 10 წელი!ეს სამშობლოს ღალატია!ციხის არევა-ქვეყნის არევაა!ახლა კბილს გვისინჯავენ.მათი მოსატყუებელი მე პირადად დაცლილი მაქვს!ან ფარით, ან ფარზე!!!წამზომი ჩართულია











კომენტარები