• რეკლამა
  • კონტაქტი
20:04, ხუთშაბათი, 1 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საარჩევნო ადმინისტრაციამ ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე სხვადასხვა აქტივობით აღნიშნა

ალია ავტორი - ალია
17:20 10-01-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
56

ხანდაზმულთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ხანდაზმულ მოქალაქეებს ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე მიულოცეს.

საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით უფროსი თაობის ადამიანების გამოცდილების, რეკომენდაციების და მოსაზრებების მოსმენას სარჩევნო ადმინისტრაცია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს. სწორედ ამ მნიშვნელობის და პატივისცემის ხაზგასმა, ასევე ხანდაზმული ამომრჩევლების ინფორმირებულობა, საარჩევნო პროცესში მათი მონაწილეობის ხელშეწყობა და სერვისების გაცნობა იყო იმ აქტივობების მიზანი, რომელიც დღეს საარჩევნო ადმინისტრაციამ ხანდაზმულთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად განახორციელა.

ამ დღის აღსანიშნავად ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი, ცესკოს პრესსპიკერთან ნათია იოსელიანთან და ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად, თბილისში, საერთაშორისო ჰუმანიტარულ კავშირ „კათარზისს“ ეწვია და მათ სიმბოლური საჩუქრები გადასცა. შეხვედრისას გიორგი კალანდარიშვილი ორგანიზაციის ბენეფიციარებს არჩევნებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე ესაუბრა, მოისმინა მათი მოსაზრებები და არჩევნებში მონაწილეობის გამოცდილება.

გარდა ამისა, ხანდაზმულთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი, თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე და ცესკოს პრესსპიკერი ნათია იოსელიანი თბილისში და სოფელ წეროვანში მცხოვრებ ხანდაზმულ ამომრჩევლებს, 97 წლის თინა გიორგობიანს და 101 წლის ლევან ჯაშს ეწვივნენ, მათ ეს დღე მიულოცეს და პატივისცემის ნიშნად, საარჩევნო ადმინისტრაციის სახელით სამახსოვრო დოკუმენტი და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. წეროვანში ლევან ჯაშთან გამართულ შეხვედრას მცხეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე რობერტ აზარაშვილიც ესწრებოდა.

ამასთანავე, ხანდაზმულთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ერთ-ერთ უხუცეს ამომრჩეველს, 100 წლის თამარ გორჯელაძესესტუმრნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე პაატა კეშელავა, თავმჯდომარის მოადგილე ნოდარ მელაძე და ქობულეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გელა ხახნელიძე. საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა თამარ გორჯელაძეს, როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ერთ-ერთ უხუცეს ამომრჩეველს, სამახსოვრო სიგელი გადასცეს. ასევე გააცნეს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ დანერგილი სიახლეები და ამომრჩევლებისთვის ხელმისაწვდომი სერვისები.

ამომრჩეველთა  სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფთან კომუნიკაცია და მათ აქტიურ ჩართულობაზე ზრუნვა იყო და რჩება საარჩევნო ადმინისტრაციის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად.

(R)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ფილტვის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა – რას მოიცავს სრული პულმონოლოგიური კვლევა „ნიუ ჰოსპიტალსში“
ახალი ამბები

ფილტვის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა – რას მოიცავს სრული პულმონოლოგიური კვლევა „ნიუ ჰოსპიტალსში“

19:44 10-01-2026
როდის არის თავბრუსხვევა საგანგაშო? — ოტორინოლარინგოლოგ ინგა გოგიას რჩევები და დიაგნოსტიკის თანამედროვე გზები
ახალი ამბები

როდის არის თავბრუსხვევა საგანგაშო? — ოტორინოლარინგოლოგ ინგა გოგიას რჩევები და დიაგნოსტიკის თანამედროვე გზები

18:21 10-01-2026
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
ახალი ამბები

AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე

14:35 10-01-2026
თიბისი უკვე საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების შესაძლებლობასაც გაძლევთ
ახალი ამბები

თიბისი უკვე საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების შესაძლებლობასაც გაძლევთ

14:30 10-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved