სამოქალაქო აქტივისტი, სალომე სიმონია:
რუს ბიზნესმენს დიდი ოდენობით ქრთამი გამოართვაო, ამტკიცებს პროკურატურა. თან ისეთ ჩინოვნიკზე, ვისაც ქვეყნის უსაფრთხოება ებარა.
15 წლიანი სასჯელია ამ დანაშაულზე გათვალისწინებული, მაგრამ სუსის უფროსის ყოფილი მოადგილე გირაოს სანაცვლოდ გამოუშვეს ციხიდან.ამიტომაც არის წინა წელს 38%-ით გაზრდილი სამოხელეო დანაშაულთა ოდენობა 2024 წელთან შედარებით. [არა მარტო ამიტომ]ბევრად მეტს მოიპარავენ, გაჭირვებულ ხალხს კიდევ უფრო გააღარიბებენ და იციან, რომ ან არასდროს დაიჭერენ ან თუ რამე მოხდა, გირაოთი გამოვლენ.4925 სამოხელეო დანაშაულია რეგისტრირებული 2016-2025 წლებში. აქედან, 688 შემთხვევაა გახსნილი.რაც იმას ნიშნავს, რომ “ოცნებამ” ამ სისხლის სამართლის დანაშაულების მხოლოდ და მხოლოდ 14% გამოიძია.14 წელია გასული ოცნების მოსვლიდან და ყველა მისი მაღალჩინოსანი არის კორუფციაში და მძიმე ბრალდებებში მხილებული ან ქვეყნიდან გაქცეული.მილიარდები აქვთ ხელფასის სახით მიღებული, მილიარდები პრემიებითა და დანამატებით და კიდევ მილიარდები კორუფციის გზით მიტაცებული.
ჩვენ ქვეყნიდან გავრბივართ, ვილევით როგორც ქვეყანა, ვცოტავდებით და კიდევ უფრო ადვილი ხდება მათი თარეში და ფუფუნების მოხვეჭა.
ცნობისთვის, კორუფციულ დანაშაულში ბრალდებულ ლევან ახობაძე 500 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო თარაშვილმა მიიღო.











კომენტარები