• რეკლამა
  • კონტაქტი
16:07, ხუთშაბათი, 1 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მამაკაც სპორტსმენთა ამ გულსაკლავი უბადრუკობის ფონზე, ქალ ფეხბურთელთა ღირსებამ გამოანათა”– ლევან ლორთქიფანიძე

ალია ავტორი - ალია
13:54 10-01-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
89

პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე:

ალბათ, ზოგიერთს ჩემსავით გული გაქვთ აცრუებული ქართველ სპორტსმენებზე.
➡️ ბევრმა მათგანმა უარი თქვა საყოველთაო სიყვარულზე, პატივისცემაზე და ერთი პარტიის ნაჭუჭში გამოიკეტა. ნაჭუჭში გამოკეტვის კვალდაკვალ მათ დაიწყეს ზიზღის, უვიცობა-უტიფრობის, სიხარბის, ეგოიზმის გამოვლენა; იერიში მიიტანეს ქართულ სახელმწიფოზე, თავიანთი “ინვესტიციებით” საფრთხე შეუქმნეს ჩვენს ქალაქს, ჩვენს მდინარეებს…
➡️ ყველა ჩვენიანის გამარჯვება გვახარებს, მაგრამ თან უმალვე საშინელი ეჭვი გვეუფლება – ხომ არ გამოიყენებს კონკრეტული ათლეტი ჩვენს სიყვარულსა და თავის წარმატებას უკანონო მილიონებისა და დაუმსახურებელი ძალაუფლების მოსახვეჭად, ერის გასახლეჩად და დიქტატურის გასაძლიერებლად… ხომ არ იკადრებს ასგზის ოლიმპიური ჩემპიონი, დევივით კაცი, მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ადამიანი მასზე ასჯერ სუსტი კოლეგისთვის ლოდივით მუშტის თავში ჩარტყმას, თან უთანასწორო ბრძოლაში უკნიდან მიპარვით (ისე მართლა რა სირხვილი და ცეროდენობა იყო).
☀️ მამაკაც სპორტსმენთა ამ გულსაკლავი უპატიოსნობისა და უბადრუკობის, სულმოკლეობის ფონზე, ამ სიბნელეში, უკუნში ქალ ფეხბურთელთა ღირსებამ გამოანათა და თვალი მოგვჭრა.
➡️ ქალ ათლეტებს არ აქვთ ნორმალური ანაზღაურება და შრომის პირობები, კაცმა არ იცის როგორ გარემოში უწევთ ვარჯიში, თამაში, ფიზიკური და ფსიქოლოგიური მომზადება… დარწმუნებული ვარ, უამრავ სიკეთეზე ამბობენ უარს, შეგნებულად ირჩევენ რთულ გზასა და განსაცდელს, რათა საყვარელი საქმე აკეთონ და ფეხბურთი ითამაშონ.
➡️ ნაცვლად იმისა, რომ ხელს ვუწყობდეთ გოგოების თავდადებასა და იდეალიზმს, ხაზს ვუსვამდეთ მათ წვლილს ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვასა და გავრცელებაში, ქალი სპორტსმენების უსაფრთხოების უზრუნველყოფასაც ვერ ვახერხებთ – ხან რომელიღაც მდაბიო ბედავს და მათ გასახდელებთან თუ გასახდელში სათვალთვალო კამერებს ამონტაჟებს (მათ შორის არასრულწლოვანი გოგოების ჩასაწერად), ხან რომელიღაც მდიდარი პერვერტი თავს უფლებას აძლევს სასტიკად მოეპყრას ჩვენებს… უმოქმედო სახელმწიფო და დადამბლავებული ფედერაცია ამ განსაკუთრებული, სამაგალითო ადამიანების ბედს ტოქსიკურ “ფულის ტომრებს” მიანდობს ხოლმე და ყველაფერზე ხელს იბანს.
შეიძლება მთავრობა, სასამართლო და ხალხი ვერ ახერხებს ჩვენი ფეხბურთელების ჩაგვრისა და შევიწროვებისგან, სხვადასხვა ფორმის ძალადობისგან დაცვას, მაგრამ ქალებს თავად შეუძლიათ მოქმედება, ისინი ოსტატურად იყენებენ ღმერთის მიერ ჩვენთვის ნაჩუქარ უძლიერეს იარაღს – სოლიდარობას!
საქართველოს სპორტის ისტორიაში და არამხოლოდ, საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაიწერება ის უპრეცენდენტო მოვლენა, სოლიდარობის უძლიერესი აქტი, რომელსაც ამ დღეებში ვადევნებთ თვალს.
⚽️ “ლანჩხუთმა” უარი თქვა ქულებზე, საჩემპიონო ამბიციებზე და სახელმწიფოს, ფედერაციის მიერ მიჩუმათებული უსამართლობა, 20 წლის ქალის განადგურების მცდელობა ხმამაღლა გააპროტესტა. მათ მატჩი ჩაშალეს, მაგრამ ყველა ჩვენგანი გამოგვაფხიზლეს და გვითხრეს: “მოძალადის მხარდამჭერი ძალადობის თანამონაწილეა”.
ლანჩხუთელთა პირველ სიტყვას გამოძახილი მოჰყვა საქართველოს ყველა კუთხეში, ლანჩხუთელთა პროტესტს შეუერთდნენ ბათუმელები, ხობელები, კვარტლელები…
მთელი დღე ვკითხულობდი სიტყვებს, რომელთაც ჰესის მაშენებელი, ტრაილერების დისპეჩედებად და ქვა-ღორღის მაგნატებად ქცეული, პარლამენტში, მერიასა და პრეზიდენტში დაწინაურებული “პატარებისგან” ვერ გაიგონებთ:
💬 “ფეხბურთი ვერ იქნება ადგილი, სადაც შედეგი ადამიანის ღირსებაზე მაღლა დგას”.
💬 “პატიოსნება, ერთიანობა, ღირსება – ესეც გამარჯვებაა. ფეხბურთი იმაზე მეტია, რასაც სტადიონზე ხედავთ”.
💬 “ვგმობთ ყოველგვარ ძალადობასა და უსამართლობას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე გოგო ფეხბურთელების ღირსებას, უსაფრთხოებასა და ფუნდამენტურ უფლებებს ეხება … ქალთა ფეხბურთის განვითარება შეუძლებელია უსაფრთხოების, ღირსებისა და სამართლიანობის გარეშე… სპორტული შედეგები და ქულები ვერასდროს იქნება იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ადამიანის უსაფრთხოება და ფუნდამენტური უფლებებია.”
💬 “როგორ შეიძლება ყველა და ყველაფერი ფულით იყიდო… როგორ შეგიძლიათ, უბრალოდ ხმა არ ამოიღოთ?? მართლა ფული ხო არ არის ყველაფერი ამ წუთისოფელში?? … სამართალმა უნდა იზეიმოს, ხალხის გვერდში დგომა და ხალხის ხმა თუ აღასრულებს სამართლს, თორემ დღეს ფულს ვერ აჯობებ… ერთი ყველასთვის, ყველა ერთისთვის.
არა ძალადობას! ამაყი ვარ, რომ ისეთი გუნდის წევრი და კაპიტანი ვარ, სადაც 3 ქულაზე და ჩემპიონობაზე მნიშვნელოვანი ადამიანობა, ღირსება და გვერდში დგომაა.“
ამ შესანიშნავმა ქალებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩაგვრისგან გათავისუფლების გზაზე, განუკითხაობის წინააღმდეგ ბრძოლაში, კაპიტალის მიერ დაპყრობილი საერთო სივრცეების უკან დაბრუნებისთვის დაწყებულ ლაშქრობაში ჩვენ (პატიოსანი მოქალაქეები, მათ შორის მემარცხენეები ) მათი თანამზრახველები ვართ.
ქალებო, დიდი მადლობა სახელმძღვანელოებში შესატანი პრეცენდენტისთვის, მასწავლებლობისთვის და განსაკუთრებული კულტურის, უშიშარობის გამოვლენისთვის.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
ახალი ამბები

AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე

14:35 10-01-2026
თიბისი უკვე საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების შესაძლებლობასაც გაძლევთ
ახალი ამბები

თიბისი უკვე საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების შესაძლებლობასაც გაძლევთ

14:30 10-01-2026
სიახლე თიბისის მობაილბანკში – ელექტრონული სატენდერო გარანტიის მიღება უკვე ონლაინაა შესაძლებელი
ახალი ამბები

სიახლე თიბისის მობაილბანკში – ელექტრონული სატენდერო გარანტიის მიღება უკვე ონლაინაა შესაძლებელი

12:25 10-01-2026
დიაბეტი და მხედველობა — ოფთალმოქირურგ გიორგი ნანობაშვილის რჩევები დიაბეტური რეტინოპათიის პრევენციასა და მკურნალობაზე
ახალი ამბები

დიაბეტი და მხედველობა — ოფთალმოქირურგ გიორგი ნანობაშვილის რჩევები დიაბეტური რეტინოპათიის პრევენციასა და მკურნალობაზე

19:32 09-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved