• რეკლამა
  • კონტაქტი
19:36, პარასკევი, 25 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა

ალია ავტორი - ალია
17:37 09-25-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
46

ლისის ტბამ მეოთხე საქველმოქმედო გარბენს უმასპინძლა, რომელიც დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების მხარდაჭერას მიეძღვნა. შეგროვებული თანხა „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდში” გადაირიცხა. ფონდი 2018 წელს „სილქნეტმა“ დააფუძნა სამშობლოს დამცველ გმირებსა და მათ ოჯახებზე ზრუნვის მიზნით. ფონდის საქმიანობაში აქტიურად არიან ჩართულნი ელჩები, დიპლომატები და სამხედრო ატაშეები.

საქველმოქმედო გარბენის ტრადიციას საფუძველი თბილისის სამხედრო ატაშეთა ასოციაციის ინიციატივით ჩაეყარა. წინა წლებთან შედარებით, წელს სპორტული ღონისძიების მონაწილეთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და გარბენი უფრო მასშტაბური გახდა.

ღონისძიების მთვარი სპონსორი იყო კომპანია „სილქნეტი“, ორგანიზატორები: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, სსიპ „თავდაცვის მოხალისე”, თბილისის სამხედრო ატაშეთა ასოციაცია და „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“.

ღონისძიებას მხარს უჭერდნენ: TKT.GE, ლისის ტბა, TrailLab, „შერატონ მეტეხი პალასი”, „მოგზაური“, „ჯინო ფარადაისი“ და Garmin.

დავით მამულაიშვილი – „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდისა“ და „სილქნეტის” გენერალური დირექტორი:

„მარათონი წელს უკვე მეოთხედ ჩატარდა და, შეიძლება ითქვას, რომ მან ტრადიციის სახე მიიღო. ეს, პირველ რიგში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სამხედრო ატაშეთა ასოციაციის ერთობლივი ძალისხმევის შედეგია. ასოციაციაციის წევრები: ამერიკის შერთებული შტატების, ბრიტანეთის, სლოვაკეთისა, ლიტვისა და სხვა ქვეყნების საელჩოები უდიდესი მონდომებით არიან ჩართულნი ამ ღონისძიებაში, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საერთაშორისო მხარდაჭერის მნიშვნელობას. შეგროვებული თითოეული ლარი ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან ფონდი დახმარებას უწევს არამხოლოდ დაჭრილ სამხედროებსა და ვეტერანებს, არამედ მათ მეუღლეებსა და შვილებსაც. ამ მხარდაჭერას აქვს როგორც მატერიალური, ისე განსაკუთრებული მორალური მნიშვნელობა. მადლობა მინდა გადავუხადო სამხედრო ატაშეებს, ასოციაციას, ღონისძიების თითოეულ მონაწილესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს – ეს ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის შედეგია და, იმედია, მარათონის ტრადიცია მომავალშიც გაგრძელდება.“

გარბენში მონაწილეობდნენ ქართველი სამხედროები, დაჭრილი და დაშავებული მებრძოლები, მოხალისეობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსის წევრები, მათი ოჯახის წევრები, ბავშვები და სხვა მხარდამჭერები.

მონაწილეებს არჩევანი სამ მარშრუტს შორის ჰქონდათ – 3 კმ-იანი სახალისო გარბენი, 7 კმ-იანი საშუალო საშეჯიბრო დისტანცია და 21.1 კმ-იანი ნახევარმარათონი.

7 და 21.1 კმ-იან დისტანციებზე გამარჯვებულ ქალებსა და მამაკაცებს (I-III ადგილები) პრიზები გარბენის მხარდამჭერებმა გადასცეს. მათთვის სპეციალური პრიზები დააწესეს სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასმა“ და კომპანიებმა Garmin-მა, „მოგზაურმა“ და„ჯინო ფარადაისმა“.

„მოგზაურმა“ სპეციალურ კატეგორიაში პრიზები იმ მოხალისეებსაც გადასცა, რომლებიც მარათონის მსვლელობისას ორგანიზატორებს აქტიურად ეხმარებოდნენ.

ლისის ტბის ადმინისტრაცია უკვე მეოთხე წელია, უსასყიდლოდ უთმობს ტერიტორიას ამ სპორტულ ღონისძიებას. ასევე, TKT.GE რეგისტრაციიდან მიღებულ თანხას სრულად, ყოველგვარი მომსახურების საფასურის გარეშე რიცხავს „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდში”, ხოლო კომპანია TrailLab გარბენის ორგანიზებისთვის საჭირო მომსახურებას ყველა სტანდარტის დაცვით, უსასყიდლოდ უზრუნველყოფს.

TKT.ge-ს მეშვეობით დარეგისტრირებულმა თითოეულმა მონაწილემ ბრენდირებული მაისური და სამახსოვრო მედალი მიიღო. გარბენის შედეგად 15 000 ლარამდე შეგროვდა, რომელიც სრულად ფონდის ანგარიშზე გადაირიცხა.

კომპანია სილქნეტმა „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“ 2018 წელს დააფუძნა და ყოველწლიურად 300 000 ლარის დონაციით მონაწილეობს ქველმოქმედებაში.

ფონდში წვლილის შეტანა და გმირების მხარდაჭერა ნებისმიერ მსურველს შეუძლია:

  • ვებგვერდი: www.wwsf.ge (საბანკო გადარიცხვით)
  • საქველმოქმედო ნომერი: 0 901 777 771

(R)

თეგები: დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდისილქნეტი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
ახალი ამბები

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა

17:37 09-25-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა

17:04 09-25-2026
კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის
ახალი ამბები

კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის

15:34 09-25-2026
სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!

15:05 09-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved