ირანის რეჟიმი რეგიონში ავიამიმოსვლის შეფერხებით იმუქრება, თუ მეზობელი ქვეყნები აშშ-ს სანქციების გამო ირანულ ავიაკომპანიებს ფრენებისა და აეროპორტის მომსახურების მიღების შესაძლებლობას შეუზღუდავენ.
“თუ ირანს ფრენებისა და აეროპორტის მომსახურების მიღების შესაძლებლობა არ ექნება, ეს შესაძლებლობა რეგიონის არცერთ ქვეყანას არ ექნება.” – დაწერა ირანის უზენაესი ლიდერის მრჩეველმა მოჰამად მოხბერმა 25 სექტემბერს, თუმცა, მას არ განუმარტავს, როგორ შეიძლება შეაფერხოს თეირანმა სხვა ქვეყნების ავიამიმოსვლა.
აშშ-მ სექტემბერში ირანის ყველა დარჩენილ ავიაკომპანიას სანქციები დაუწესა და გააფრთხილა უცხოური აეროპორტები და კომპანიები, რომ ირანული ავიაკომპანიებისთვის საწვავის, ტექნიკური მომსახურების, ბილეთების გაყიდვისა თუ სხვა სერვისების მიწოდებამ შესაძლოა მათ წინააღმდეგაც გამოიწვიოს სანქციების დაწესება.











კომენტარები