ამ წუთებში ქალების აქცია-პერფომანსი იმართება ბიძინა ივანიშვილის სოლოლაკის რეზიდენციასთან – შეკრებილები საქართველოში არსებულ ნარკოპოლიტიკას აპროტესტებენ.
“ბარიგებით სავსე საქართველო” – “ბიძინა ნუ გვიკლავ შვილებს” – ეს წარწერებია გამოსახული ბანერებზე, რომელიც ქალებს ხელში უჭირავთ.
აქციის ორგანიზატორები “ნაციონალური მოძრაობის” წევრები არიან, რომლებიც ამბობენ, რომ ამ ქვეყანაში ადამიანების ნარკოტიკებოთ გარდაცვალება უნდა დასრულდეს.
ეს შპრიცები არის ბიძინა ივანიშვილის მმართველობის სიმბოლო. ამ შპრიცებითა და ნარკოტიკებით ბიძინა ივანიშვილი ყოველდღე ათეულობით ახალგაზრდას გვიკლავს. ძალიან მცირე სტატისტიკა საქართველოს მოქალაქეებმა, რომ ნახონ მეტი სიცხადისთვის: 2026 წლის 20 მარტს ზედოზირებით 26 წლის ახალგაზრდა დაიღუპა, 30 აპრილს 23 წლის, 15 მაისს 4 ახალგაზრდა. მხოლოდ 2026 წლის ივნისს-ივლისში ზედოზირებით 10 ახალგაზრდა დაიღუპა. სექტემბერში ზედოზირებით 21 წლის 2 ახალგაზრდა დაიღუპა თბილისში, ხოლო ერთი კვირის წინ ნარკო კურიერად მუშაობის გამო 16-17 წლის წინ გოგოები დააკავეს. ეს არის რეალობა, რაც მოიტანა ბიძინა ივანიშვილმა. ნარკოტიკი არ არჩევს პოლიტიკურ კუთვნილებას, არ არჩევს „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრის შვილია თუ „ქართული ოცნების“, ის ჩვენს შვილებს ერთნაირად კლავს. ბიძინა ივანიშვილმა ეს ქვეყანა “ბარიგების” დიდ თავშესაფრად აქცია, რადგან თვითონ ამ ქვეყნის მთავარი „ბარიგაა”, რომელიც ნარკობიზნესს ხელს აფარებს და ყოველდღიურად გვიკლავს ახალგაზრდებს, კლავს ქართულ გენოფონდს. ჩვენ დღეს აქ მოვედით; დედები, ქალები, ბებიები და დები, რომლებიც გამწარებულები არიან იმით, რომ მათი შვილები ამ ქვეყანაში უსაფრთხოდ თავს ვერ გრძნობენ. ბიძინა ივანიშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს შპრიცები, როგორც სიმბოლო მისი მმართველობის, ქართული გენოფონდის განადგურების, ქართველი ნარკოტიკებით დაწამლული გოგო-ბიჭების, არის ის რაც მას არასოდეს არ შერჩება. როდესაც გველაპარაკება მართლმადიდებლობასა და ქრისტიანობაზე უნდა იცოდეს, რომ თვითონ არის ამ ქვეყნის მთავარი „ბარიგა“, რომელიც ჩვენი შვილების მკვლელობით მილიონობით ლარს შოულობს მანამ, სანამ საკუთარ შვილებს ფუფუნებაში აცხოვრებს, ჩვენ გვიწამლავს ნარკოტიკებით შვილებს. ჩვენ დღეს ვეუბნებით ქვეყნის მთავარ „ბარიგას“ – ნუ გვიკლავ შვილებს!“, – განაცხადა ანა წითლიძემ.











კომენტარები