ჯარის საქმეზე დაკავებულები თავისუფლები არიან – ჟუანშერ ბურჭულაძის ყოფილმა მოადგილემ ვასილ მხეიძემ და თავდაცვის ექს-მინისტრის ცოლის ძმამ, გიორგი ხაინდრავამ სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვეს.
მათ საპროცესო შეთანხმება 14 სექტემბერს გაუფორმდათ.
საპროცესო შეთანხმების თანახმად, ვასილ მხეიძეს, 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, საიდანაც 1 წელი და 2 თვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოიხდა, ხოლო 3 წელი ჩაეთვლება პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, დაეკისრა ჯარიმა 100 000 ლარის ოდენობით, სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთმევა ნივთმტკიცებად ამოღებული საგნები – რამდენიმე მილიონის ღირებულების უაქციზო სიგარეტი და მის დასამზადებლად არსებული მასალა, ასევე თუთუნი.
რაც შეეხება გიორგი ხაინდრავას, მასაც 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, საიდანაც 1 წელი და 2 თვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოიხადა, ხოლო 3 წელი ჩაეთვლება პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, დაეკისრა ჯარიმა 100 000 ლარის ოდენობით.











კომენტარები