• რეკლამა
  • კონტაქტი
12:29, პარასკევი, 25 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბიჭი მოკლეს და მეტინგიცებიან აქ! – გიგა ავალიანის დედა ნია იმნაძის ადვოკატს ტყუილის გავრცელებაში ადანაშაულებს

ალია ავტორი - ალია
10:36 09-25-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
62

თბილისში მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ბრალდებით დაკავებული ნია იმნაძის ადვოკატს გიორგი ლეკიშვილს სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს.

  •  ნია იმნაძის ადვოკატმა წინა კვირას განაცხადა, ავალიანის ტელეფონზე ექსპერტიზას ისრაელიდან ჩამოსული ექსპერტები ჩაატარებენ.

როგორც ეკა კუპატაძემ ინგა გრიგოლიას გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა, იმნაძის ადვოკატს დაუკმაყოფილეს შუამდგომლობა, რითიც ითხოვდა ისრაელის ექსპერტების წერილის ქართული თარგმანი დართოდა საქმეს, სადაც ისინი გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ მოსამართლის განჩინების შემთხვევაში, მათ ხელთ არსებული რესურსით ჩაატარებენ ექსპერტიზას მოცემულ მასალაზე.

მისი თქმით,  გიორგი ლეკიშვილმა მოკლული ბიჭის ტელეფონზე ექსპერტიზა რომ ჩაატარებინოს ისრაელიდან მოწვეულ ექსპერტებს, აუცილებლად უნდა ჰქონდეს გიგა ავალიანის ტელეფონი და მოსამართლის განჩინება.

გიორგი ლეკიშვილმა მოატყუა მთელი საქართველო, შეცდომაში შეიყვანა ჟურნალისტები: თითქოს ისრაელიდან ჩამოსული ექსპერტები შეამოწმებენ გიგა ავალიანის ტელეფონს. ეს არ არის სწორი ინფორმაცია! სინამდვილეში იმ დღეს ლეკიშვილმა მოსამართლეს საქმეში ჩაადებინა ორი განჩინება, რომლებზედაც თავის დროზე ადვოკატმა მიიღო უარი. საუბარია ძალადაკარგულ განჩინებებზე. დიახ, მტკიცებულებების გამოკვლევის და მოკვლევის უფლება აქვს ადვოკატს, ამ მიზნით ლეკიშვილმა წინა სასამართლომდე, 10 სექტემბრამდე მართლაც მიმართა სასამართლოს და მოთხოვა ასეთი რამ – წვდომა ჰქონოდა გიგა ავალიანის  ტელეფინზე, რაზეც მიიღო უარი, რაც გაასაჩივრა, თუმცა  უარი მიიღო სააპელაციო სასამართლოშიც. ლეკიშვილი ითხოვდა იმას, რასაც ისედაც ითხოვს პროკურატურა. ამით გიორგი ლეკიშვილი აშტერებს ნია იმნაძის ოჯახს. 

რაც შეეხება ისრაელიდან ექსპერტების ჩამოსვლას – მას ისრაელიდან მოუვიდა პასუხი, ლეკიშვილმა სასამართლოზე წარადგინა ისრაელის ექსპერტების მიერ გამოგზავნილი პასუხის ქართული თარგმანი, სადაც ისინი თეთრზე-შავით უწერენ, რომ თუ იქნება მოსამართლის განჩინება, ჩვენს ხელთ არსებული რესურსით, გამოვიკვლევთ საკვლევ მასალასო.

იმისთვის, რომ ისრაელიდან ჩამოსულმა ექსპერტებმა გიგას ტელეფონი გახსნან, საჭიროა ერთდროულად ორი რამ: მოსამართლის განჩინება და გიგას ტელეფონი. არ არსებობს მოსამართლის განჩინება, რადგან ის ითხოვდა იმას, რაც უკვე მოთხოვნილი აქვს პროკურატურას”- აცხადებს ეკა კუპატაძე დ დასძენს: “ბიჭი მოკლეს და მეტინგიცებიან აქ!”.

27 წლის გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე პროკურატურამ ბრალი კიდევ ორ არასრულწლოვანს – ნია იმნაძესა და ანასტასია ბერუაშვილს 6 აგვისტოს წაუყენა.

იმნაძეს ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებას ედავებიან – დანაშაული 13 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
რაც შეეხებაანასტასია ბერუაშვილს მას ბრალი  განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით წარუდგინეს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მას 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
საქმის მასალების მიხედვით, ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, რომ გიგა ავალიანი მის მიმართ “ზედმეტ ყურადღებას იჩენდა”, რითაც მან ალექსანდრე გაბაშვილი წააქეზა, თანამზრახველებთან ერთად თავს დასხმოდა გიგა ავალიანს.

პროკურატურის ინფორმაციით, საბოლოოდ, ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძის და დემეტრე ჩიქოვანის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე ჯგუფურად თავს დაესხნენ გიგა ავალიანს, რომელიც რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

გიგა ავალიანის საქმეზე 7 პირია დაკავებული: ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე, ანი ნასყიდაშვილი, დემეტრე ჩიქოვანი, გიორგი მალანია, ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი არიან დაკავებულები.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

მაღალი წნევით რეცხვის კერხერი და ორთქლის აპარატი: რა განსხვავებაა და რომელი დაგჭირდებათ?
ახალი ამბები

მაღალი წნევით რეცხვის კერხერი და ორთქლის აპარატი: რა განსხვავებაა და რომელი დაგჭირდებათ?

09:00 09-25-2026
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრსა და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
ახალი ამბები

Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრსა და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო

08:00 09-25-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:28 09-24-2026
თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო

14:02 09-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved