• რეკლამა
  • კონტაქტი
17:02, ხუთშაბათი, 24 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

CIA-მ ევროპულ ქვეყნებს ზღვიდან რუსეთის შესაძლო თავდასხმაზე აცნობა – El Mundo

ალია ავტორი - ალია
14:44 09-24-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
73

გამოცემა El Mundo-ს ცნობით, აშშ-ს დაზვერვამ მოიპოვა ინფორმაცია, რომ რუსეთი ესპანეთის, საფრანგეთის ან იტალიის წინააღმდეგ დრონებით შესაძლო თავდასხმას ამზადებს. გამოცემის თანახმად, ვაშინგტონმა ინფორმაცია რამდენიმე ევროპულ მთავრობას უკვე გაუზიარა.

El Mundo წერს, რომ შესაძლო ოპერაცია სავაჭრო გემებიდან მცირე ზომის “გერბერას” ტიპის დრონების გაშვებას მოიცავს.

“ისინი ზღვიდან, გემის კონტეინერში დამალულ დრონებს გაუშვებენ – ეს საერთოდ არ არის რთული.” – განუცხადა გამოცემას ლიტვის თავდაცვის სამინისტროსთან დაახლოებულმა ანონიმურმა წყარომ.

El Mundo ასევე წერს, რომ ევროპის ქვეყნების მთავრობებს შორის აშშ-ს ცენტრალური საადაზვერვო სააგენტოს (CIA) ანგარიში გავრცელდა, რომელშიც შესაძლო თავდასხმის სცენარი დეტალურად არის აღწერილი.

სტატიაში აღნიშნულია, რომ რუსეთმა შესაძლოა, დაახლოებით 600-კილომეტრის რადიუსის მქონე “გერბერას” ტიპის დრონები გამოიყენოს. მცირე ზომის ფეთქებადი მუხტის გამო მსგავსი აპარატები დიდი ობიექტის განადგურებისთვის ნაკლებად გამოსადეგია, თუმცა, მათი გამოყენება შესაძლებელია ხანძრის გამოწვევის, მოწყობილობების დასაზიანებლად, ან აეროპორტისა თუ პორტის მუშაობის დროებით შესაფერხებლად.

ბრიტანელი სამხედრო ანალიტიკოსის, კირ ჯაილსის შეფასებით, რუსეთის სამიზნე აუცილებლად NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე მდებარე ქვეყანა არ იქნება და მოსკოვმა შესაძლოა, პოლიტიკური ან თავდაცვის თვალსაზრისით ევროპის ყველაზე მოწყვლადი სახელმწიფო შეარჩიოს.

El Mundo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია ოფიციალურად არც აშშ-ს და არც დასახელებული ევროპული ქვეყნების ხელისუფლებებს არ დაუდასტურებიათ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:28 09-24-2026
თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო

14:02 09-24-2026
“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება – თიბისი

17:55 09-23-2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
ახალი ამბები

სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ

15:03 09-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved