ალეკო ელისაშვილის ადვოკატების თქმით, ე.წ. „ძაღლების საქმის“ განხილვა სასამართლომ თაროზე შემოდო და პოლიტიკოსი სრულ იზოლაციაში რჩება .
ადვოკატები სასამართლოსა და პროკურატურას საქმის დაუყოვნებლივ განახლებისკენ მოუწოდებენ.
შეგახსენებთ, რომ ამ საქმეზე ჩვენ დაწყებული გვაქვს არსებითი განხილვა და უკვე სამ თვეზე მეტია, რაც სასამართლომ აღნიშნული საქმე თაროზე შემოდო. თაროზე შემოდების მიზეზი არის ის, რომ რეალურად მტკიცებულებები არ გააჩნიათ, რომლებიც დაადასტურებდა, რომ ალეკო ელისაშვილმა რაიმე დანაშაული ჩაიდინა.
აგრეთვე, არის მიზეზი, რომ თუ მოხდებოდა აღნიშნული საქმის არსებითი განხილვა, საზოგადოება კარგად დაინახავდა, თუ როგორ მიმდინარეობს პოლიტიკოსის წინააღმდეგ საქმის შეკერვა მტკიცებულებათა არარსებობის პირობებში. „ოქროს მოწმეებად“ ჰყავთ მხოლოდ ძაღლები – სხვა მტკიცებულება არ არსებობს.
კიდევ ერთი მიზეზი იმისა, რომ არ განიხილება ეს საქმე, არის ის, რომ ალეკო ელისაშვილს აქვს შეზღუდვები დაწესებული. შეზღუდვები შეეხება სატელეფონო საუბრებს ოჯახის წევრებთან, მეუღლესთან, შვილებთან კომუნიკაციის უფლებას, მათ შორის წერილობითადაც კი.
ამიტომ, ვთხოვ სასამართლოს, დაუყოვნებლივ თაროდან ჩამოიღოს აღნიშნული საქმე და დაიწყოს მისი არსებითი განხილვა. აგრეთვე, ვთხოვთ პროკურატურას, ბრალი, რომელიც არის მოგონილი და აბსურდულია, ასევე დაწესებული შეზღუდვები, დაუყოვნებლივ გაუუქმოს“,- განაცხადა რეხვიაშვილმა











კომენტარები