• რეკლამა
  • კონტაქტი
01:43, სამშაბათი, 10 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“‘მერე ფულის ხამი გამოაცურეს თავისი დამპალი ნავით და ახლა რუსეთის აგენტის ჯერიც დადგა” – რომან გოცირიძე

ალია ავტორი - ალია
14:58 09-23-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,173

ეროვნული ბანკის ყოფილი დირექტორი, რომან გოცირიძე;

ბოლო ერთი თვეა, რაც სახელისუფლებო მედია და დაქირავებული ბობოლა პროპაგანდისტები ორგანიზებულ შეტევას ახორციელებენ ჩემზე. როგორც ჩანს, ეს ივანიშვილის დავალებაა. ის, რასაც ვამბობ და რასაც ვწერ, ხელისუფლებისთვის საშიშად ჩათვალეს.

ჯერ იყო და მოფილოსოფოსო მსახურმა, ზაზა შათირიშვილმა მომიძღვნა ვრცელი წერილი. ასეთი რამ რომ ივანიშვილის დავალების გარეშე არ ხდება, ნათელია. მთელი დღე ატრიალა თურმე ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ეს პასკვილი ქოცმედიამ. მერე იყო და „უცნობად“ წოდებული, ფულის ხამი გია გაჩეჩილაძე გამოაცურეს თავისი დამპალი ნავით და უნიჭო კლიპები მომიძღვნა. აგერ, ახლა რუსეთის აგენტის, მალხაზ გულაშვილის ჯერიც დადგა: „ჯორჯიან თაიმსის“ ეთერში ის, შევარდნაძისდროინდელი კორუმპირებული ირაკლი გოგავა და ხარაბუზა ექსპერტი, ვინმე ზურა მანჯავიძე მომდგნენ და მლანძღავენ.

გავიხსენოთ, ვინ არის მალხაზ გულაშვილი: წინა ხელისუფლების დროს მასზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შემდეგ, კრემლელმა მფარველებმა ცხინვალის გავლით მოსკოვში გააპარეს. მანამდე, 2010 წელს, აგვისტოს ომის შემდეგ ერთ-ერთ კონფერენციაზე შეხვდა რუსეთის პრეზიდენტ მედვედევს და სისხლიან ხელებში მისი „წიგნად“ წოდებული ნაჯღაბნი გადასცა. რუსებსა და ქართველებს შორის სულიერ ერთობასა და ისტორიულ მეგობრობას გაუსვა ხაზი და დაუდასტურა თავისი აგენტურული მორჩილება.

ჰოდა, ამ ორ დიდ ლაქიასა და მალხაზ გულაშვილისნაირ მრავალ სხვა რიგით ჭიაღუა ლაქიას სამიზნეში ვყავარ ამოღებული ბოლო პერიოდში (არც მანამდე მაკლებდნენ).

ეს არის კარგად დაგეგმილი კამპანია.

მაშინ, როცა შინაგან საქმეთა სამინისტროს რაღაც ქვედანაყოფი (რომლის სახელიც კი არ ვიცი და ხალხი დაცინვით „სქროლვის სამინისტროს“ ეძახის) სრულიად უწყინარი გამონათქვამებისათვის აჯარიმებს ხალხს, რატომ არაფერს მიმართავს ჩემს მიმართ სოცმედიაში არაერთხელ გამოთქმული შეურაცხმყოფელი სიტყვების გამო? ეს გაყიდული მალხაზა ეთერში რომ შეურაცხყოფას მაყენებს, რატომ არ რეაგირებენ? რუსეთის შიშით თუ ივანიშვილის მომსახურე ლაქია პროპაგანდისტის სტატუსის გამო?

ერთი რამ კი მინდა ვთქვა: მიმაჩნია, რომ საჯარო სივრცეში გაჟღერებული თუნდაც მწვავე, შეურაცხმყოფელი თუ მიუღებელი განცხადებები გამოხატვის თავისუფლების ნაწილია და მათი გამო სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მოქალაქეთა დევნა სრულიად დაუშვებელია. დემოკრატიულ საზოგადოებაში პოლიტიკოსები უნდა ითმენდნენ განსაკუთრებულად მაღალ კრიტიკას, ხოლო გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა ან მისი სამართლებრივ ჭრილში გადატანა გაცილებით დიდ საფრთხის შემცველია, ვიდრე ნებისმიერი პირადი შეურაცხყოფა-თუნდაც „ჯორჯიან თაიმსის“ ეთერიდან სამი უზნეო პირის ბჟუტური.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი

17:07 11-09-2026
მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი
ახალი ამბები

მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი

15:24 11-09-2026
გინეკოლოგთან ვიზიტი – რამდენად ხშირად არის საჭირო პროფილაქტიკური შემოწმება?
ახალი ამბები

გინეკოლოგთან ვიზიტი – რამდენად ხშირად არის საჭირო პროფილაქტიკური შემოწმება?

15:21 11-09-2026
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი კრწანისის რაიონში წინანაურის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს
ახალი ამბები

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი კრწანისის რაიონში წინანაურის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს

15:16 11-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved