• რეკლამა
  • კონტაქტი
18:50, ოთხშაბათი, 23 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება

ალია ავტორი - ალია
14:30 09-23-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
60

თბილისის არქიტექტურის ბიენალეს (TAB) მეხუთე გამოცემა 25 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით ჩატარდება. „სიცარიელის გეოგრაფია“ ასე ეწოდება წლევანდელ ბიენალეს, რომელიც სიცარიელეს არამხოლოდ სივრცის არყოფნად, არამედ სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებად განიხილავს.

ბიენალეს ტრადიციული მხარდამჭერია თიბისი კონცეპტი, რომელიც წლებია თანმიმდევრულად უწყობს ხელს საქართველოში კულტურის განვითარებას და თანამედროვე ხელოვნების, არქიტექტურისა და შემოქმედებითი სფეროების გაძლიერებას.

ბიენალეს პროგრამა აერთიანებს გამოფენებს, საჯარო საუბრებს, ვორქშოფებსა და კონკრეტულ ადგილებთან დაკავშირებულ შემოქმედებით პროექტებს. მონაწილეები გაეცნობიან დაცარიელებული სოფლებისა და რეგიონების, მიგრაციის, ომითა და ეკოლოგიური კატასტროფებით დაზარალებული სივრცეების, ასევე თანამედროვე ურბანული განვითარების შედეგად წარმოქმნილიახალი „სიცარიელეების“ ისტორიებს.

წლევანდელი გამოცემა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს არქიტექტურას, როგორც სოციალური ცვლილებების მატერიალურ კვალს. სიცარიელის გეოგრაფიის ფარგლებში ადგილობრივი ტრადიციული არქიტექტურა წარმოდგენილია როგორც სივრცითი ცოდნის სისტემა, რომელიც კლიმატის, მასალებისა და სოციალური ურთიერთობების შესახებ დაგროვილ გამოცდილებას ეფუძნება და სცდება მის მხოლოდ ნოსტალგიურ აღქმას. ამ პერსპექტივიდან ჩნდება კითხვა: როგორ შეიძლება ეს ცოდნა იქცეს თანამედროვე, კონტექსტისგან დაცლილი და კაპიტალზე ორიენტირებული არქიტექტურის ალტერნატიულ რესურსად?

თბილისის არქიტექტურის ბიენალე 2017 წელს დაარსდა და წლებია, თანამედროვე არქიტექტურისა და ურბანული საკითხების შესახებ საერთაშორისოდა ადგილობრივ პროფესიულ დიალოგს ქმნის. 2023 წელს ბიენალემ ვენეციის არქიტექტურის ბიენალეზესაქართველოს ეროვნული პავილიონიც წარადგინა.

„სიცარიელის გეოგრაფია“ თბილისში, ღია სივრცეში, ვიზუალური და საშემსრულებლო ხელოვნების ცენტრში გაიმართება. ბიენალეს სრული პროგრამა და დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია თბილისის არქიტექტურის ბიენალეს ვებგვერდზე.

(R)

თეგები: თიბისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება – თიბისი

17:55 09-23-2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
ახალი ამბები

სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ

15:03 09-23-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება

14:30 09-23-2026
კომპანიის რეგისტრაცია
ახალი ამბები

კომპანიის რეგისტრაცია საქართველოში – რა უნდა იცოდეთ იურიდიული მისამართის შესახებ

14:22 09-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved