• რეკლამა
  • კონტაქტი
15:58, ოთხშაბათი, 23 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ნათია ჯანაშიას აქტივები მინიმუმ 20 მილიონი ლარით გაიზარდა და უკვე 80 მილიონ ლარს შეადგენს

ალია ავტორი - ალია
14:06 09-23-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Screenshot

Screenshot

Facebook-ზე გაზიარება
294

“სულ ახალხანს ცნობილი გახდა “ბრიტანულ-ქართული აკადემიის” მინორიტარი აქციონერის(30%), ნათია ჯანაშიას კიდევ ერთი მრავალმილიონიანი აქტივის არსებობის შესახებ. ეს ფაქტი მის მთლიან აქტივებს საგრძნობლად ზრდის და კიდვ უფრო აახლოებს მას ქართველ მილიონერთა პირველ ასეულთან, ანუ იმ სიასთან, სადაც 100 მილიონი ლარის მფლობელი ქართველი ბიზნესმენები არიან თავმოყრილი”, – აცხადებენ“ ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთაასოციაციის” – აფბას აუდიტისა და  მონიტორინგის სამსახურში. შეგახსენებთ, აფბა “ბრიტანულ-ქართული აკადემიის” გარშემო მიმდინარე ბიზნესდავის საზოგადოებრივ მონიტორინგს ახორციელებს.

ასოციაციის მონიტორთა თქმით, ცნობილი გახდანათია ჯანაშიას და მისი ქმრის, დავით ცეცხლაძის საკუთრებაში არსებული 3820 კვადრატული მეტრის საცხოვრებელი ფართის მქონე მშენებარე სასახლის თაობაზე, რომელიც ლისის მიმდებარედ, მაგნოლიას ქუჩაზე არის განთავსებული.

“ამ დღეებში გავრცელებული დადასტურებული მონაცემების თანახმად, დავით ცეცხლაძის სახელზე დარეგისტრირებულია 3 820 კვადრატული მეტრის საცხოვრებელი ფართი, რომელიც პრაქტიკულად ბოლომდეა აშენებული და სადაც მხოლოდ მოსაპირკეთებელი სამუშაოებია ჩასატარებელი. ჩვენი ინტერესის საგანი გახდა ამ აქტივის საბაზრო ფასის დადგენა, რათა განგვესაზღვრა ამ სიახლის ფონზე რამდენი მილიონი ლარით წაიწია წინ ნათია ჯანაშიამ ქართველ მილიონერთა სიაში”, – აცხადებენ აფბაში.

ორგანიზაციის აუდიტორების თქმით, იმ არეალში, სადაც ეს უზარმაზარი სასახლე არის აგებული, 1 კვადრატული მეტრი გარემონტებული საცხოვრებელი ფართის საბაზრო ფასი 2000–დან 3000 აშშ დოლარამდე მერყეობს. ფასი დამოკიდებულია კონკრეტულ ადგილმდებარეობასა და რემონტის ხარისხზე.

“მიუხედავად იმისა, რომ ნათია ჯანაშიას მაგნოლიას დიდი სასახლის ადგილმდებარეობაც საუკეთესოა, დაგეგმილი რემონტის მასალების ხარისხიც უზადო და პლუს ნაგებობა, მასში განსათავსებელი ინფრასტრუქტურის (მინი ფეხბურთის დახურული მოედანი, 2 აუზი, შიდა კინოთეატრი, ბოულინგის დარბაზი და სხვ) ხასიათითაც უნიკალურია, ჩვენ მაინც ერთობ მოკრძალებულად – ყველაზე მინიმალურ ფასად, 2000 აშშ დოლარად შევაფასეთ ამ სასახლის 1 კვადრატული მეტრის საბაზრო ფასი. შესაბამისად, მისი მთლიანი რემონტის შემდგომი ღირებულება მინიმუმ 7 მილიონ 650 ათასი აშშ დოლარი იქნება. ეს დაახლოებით 20 მილიონი ლარია. საგულისხმოა, რომ იგივე საფასო სეგმენტში განიხილავენ გამოცდილი რიელტორები ამ სასახლის გასხვისების შესაძლებლობას, თუკი ასეთი სურვილი მის მეპატრონეებს გაუჩნდებათ.

შესაბამისად, ძალიან მარტივად, ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ თუკი ამ უძრავი ქონების – მაგნოლიას დიდი სასახლის “აღმოჩენამდე” ნათია ჯანაშიას დათვლილი აქტივები 60 მილიონ ლარს აჭარბებდა, ახლა იგი უკვე 80 მილიონს გადააჭარბებს”, – ამბობენ აფბას მონიტორები.

შეგახსენებთ, აფბას აუდიტორებმა რამდენიმე თვის წინ გამოითვალეს ნათია ჯანაშიას აქტივები.

მათ პირველ რიგში, გაითვალისწინეს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ 70%-ის გაყიდვის შედეგად მიღებული 29.3 მილიონი ლარი და დარჩენილი 30%-იანი წილის ღირებულება, რომლის გამოსყიდვის შეთავაზებაც 2024 წელს „საქართველოს განათლების ჯგუფს“ აქვს გაკეთებული.

წილის ღირებულების დადგენისთვის გამოიყენეს მონაცემები, რომელიც სახელმწიფო ანგარიშგების პორტალზეა განთავსებული და მოიცავს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ პროფილს და ანგარიშგებას წლების მიხედვით.

გარდა ამ მონაცემებისა, ნათია ჯანაშიას ქონებისა და აქტივების დათვლისთვის აფბამ გამოიყენა სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, რომლის ფინანსური ნაწილიც მიმდინარე წლის თებერვალში გამოქვეყნდა და გასაჯაროვდა და შეიცავს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ ღირებულების შეფასების მეთოდოლოგიასა და ასევე კონკრეტულ მონაცემებს.

აქტივების დათვლაში გარკვეულწილად გათვალისწინებული იყო ასევე ნათია ჯანაშიას უძრავ-მოძრავი ქონება, რომელიც აფბას მიერ მონიტორინგის პერიოდში ნათია ჯანაშიას განცხადებებში და მის საკუთრებაში არსებულ გამოცემებშია ნახსენები.

კონკრეტულად, იმ პერიოდისთვის, ამ ჩამონათვალში მოხვდა ნათია ჯანაშიას და მისი მეუღლის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება, მოძრავი ქონებაც – კერძოდ, ძვირადღირებული, ლაქშერი კლასის ავტომანქანები, იახტები (კატარღები) და იარაღები. თუმცა, ჩამონათვალის არაერთგვაროვნების გამო, გარკვეული ნაწილი, რომელიც თავდაპირველად ასახული იყო ქონებაში, ვერ მოხვდა საბოლოო სიაში.

საბოლოო ჯამში, არსებული დაზუსტებული მონაცემებით, გამოირკვა, რომ აღნიშნული კვლევის განხორციელების პერიოდისთვის ნათია ჯანაშიას ქონება და აქტივები 60 მილიონ ლარს აჭარბებდა.

შესაბამისად, 20 მილიონიანი უძრავი ქონების დამატების შედეგად, ნათია ჯანაშიას მთლიანმა აქტივებმა 80 მილიონ ლარს გადააჭარბა.

აფბა აგრძელებს მონიტორინგს და საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას, რომელიც დაფუძნებული იქნება მხოლოდ ღია წყაროებზე და შეესაბამება მონაცემთა მოპოვების გამჭვირვალობის უმაღლეს სტანდარტს.

თეგები: აფბა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
ახალი ამბები

სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ

15:03 09-23-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება

14:30 09-23-2026
კომპანიის რეგისტრაცია
ახალი ამბები

კომპანიის რეგისტრაცია საქართველოში – რა უნდა იცოდეთ იურიდიული მისამართის შესახებ

14:22 09-23-2026
პირველკლასელების სასკოლო ფორმებზე თიბისის მოსწავლის ბარათის შეთავაზებები  გრძელდება
ახალი ამბები

პირველკლასელების სასკოლო ფორმებზე თიბისის მოსწავლის ბარათის შეთავაზებები გრძელდება

13:51 09-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved