უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის მიერ საჰაერო თავდასხმის საშუალებების გამოყენებით განხორციელებული დარტყმების გამო, პოლონეთმა საკუთარ საჰაერო სივრცეში სამხედრო-საავიაციო ოპერაციები დაიწყო, – ამის შესახებ პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობის განცხადებაშია აღნიშნული.
სარდლობის განმარტებით, მოქმედი პროცედურების შესაბამისად, შეიარაღებული ძალების ოპერატიულმა სარდლობამ მის განკარგულებაში არსებული საჭირო ძალებისა და რესურსების მობილიზება განახორციელა.
“მზადყოფნის მდგომარეობაშია სახმელეთო ბაზირების საჰაერო თავდაცვის სისტემები და სარადარო დაზვერვის სისტემები”, – აღნიშნულია განცხადებაში. სარდლობა განმარტავს, რომ ეს ქმედებები პრევენციული ხასიათისაა და მიზნად ისახავს საჰაერო სივრცის უსაფრთხოებისა და დაცვის უზრუნველყოფას.
“შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობა აკვირდება არსებულ ვითარებას, ხოლო დაქვემდებარებული ძალები და საშუალებები მზადყოფნაში რჩება დაუყოვნებელი რეაგირებისთვის”, – აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, 23 სექტემბრის ღამეს რუსეთმა უკრაინას დრონებით შეუტია. დარტყმები კიევის სხვადასხვა რაიონში დაფიქსირდა.











კომენტარები