თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ ელისო კილაძის მიმართ მიმდინარე, ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე, ამ საქმეზე კიდევ ერთი ბრალდებული, გივი ჯიბლაძე გამოკითხეს, რომელიც გირაოთია გათავისუფლებული.
სხდომის დასრულების შემდეგ, ელისო კილაძის ადვოკატმა, ნათია კორკოტაძემ თქვა, რომ დახურულ პროცესზე გივი ჯიბლაძემ ქოლ-ცენტრების მფარველად ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.
“მოწმე გივი ჯიბლაძემ აღნიშნა, რომ ფინანსთა სამინისტრო, ანუ ფარცხალაძე მფარველობდა [ქოლ-ცენტრს] და შემდეგ, როცა პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გახდა, მან ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური გაწია და ქოლ-ცენტრებს თავად ღარიბაშვილი მფარველობდა. მან ეს გამოძიებას უთხრა”. – ამბობს კილაძის ადვოკატი.
სხდომის დასრულების შემდეგ, გივი ჯიბლაძე TV პირველს ესაუბრა და ელისო კილაძის ადვოკატის განცხადებას სიცრუე უწოდა.
ჟურნალისტის კითხვაზე, მან თქვა თუ არა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ქოლ-ცენტრებს მფარველობდა, ჯიბლაძემ უპასუხა: “მე ეგ არ მითქვამს”
ამის შემდეგ, ჟურნალისტმა მას ჰკითხა, ანუ ღარიბაშვილის ამბავი მოგონილი იყო? რაზეც ჯიბლაძე პასუხობს: “კი, ელისო კილაძის”.
“მე [ღარიბაშვილი იმ ადამიანად არ დამისახელებია, ვინც ქოლ-ცენტრს მფარველობდა]”. – თქვა ჯიბლაძემ.
ჯიბლაძის თქმით, მან ღარიბაშვილი სხვა კონტექსტში ახსენა, რაც “საინტერესო არაა”.
ჟურნალისტი: ღარიბაშვილის სახელი დაასახელეთ თუ არა?
ჯიბლაძე: “ისე როგორც მფარველი, არა. სხვა კონტექსტში დავასახელე, მაგრამ ვერ გეტყვით, ეს საინტერესო არ ყოფილა”.











კომენტარები