• რეკლამა
  • კონტაქტი
02:38, კვირა, 15 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თურმე რისთვის სურთ ამ ბავშვის ტრაგედიის გამოყენება…”

ალია ავტორი - ალია
01:18 07-07-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
22

ექსპერტი სამხედრო საკითხებში, ამირან სალუქვაძე, სოციალურ ქსელში, წერს:

“თურმე რისთვის სურთ ამ ბავშვის ტრაგედიის გამოყენება. ერთსა და იმავე რესპოდენტს ასჯერ დაუსვეს კითხვა ხორავას ქუჩის საქმესთან მსგავსებაზე. ახლა შოთაძე მიაბეს, თითქოს ხელს უშლის ძიებას.

შემდეგი ნაბიჯი იქნება პროცესების პარლამენტში გადატანის მცდელობა. ესაა მიზანი.

ტრაგედია არავის ადარდებს.იძახიან გამოძიება არაფერს აკეთებსო და გამოძიების მასალებს ტელევიზიებში აფრიალებენ. დღეს გარდაცვლილის ფოტომასალები გამოფინეს, როგორც “ექსკლუზიურად მოპოვებული”. კარგად იციან, რომ ასეთი საქმეების სწრაფად “გამოძიება” შესაძლებელია, თუ დაკავებულებს ცემაში ამოხდი სულს, მათზე განახორციელებ ფსიქოლოგიურ და სხვა სახის ზეწოლებს და ვინმეს გატეხავ.

ან დაკავებულებმა დაიწყონ გამოძიებასთან თანამშრომლობა. ნორმალურად მოპყრობის შემთხვევაში, საჭიროა სერიოზული საგამოძიებო პროცედურები: დაკითხვები, დაკითხვის მასალების ანალიზი, ვერსიების წამოყენება და მათი განვითარება, მტკიცებულებათა შეგროვება, უამრავი ექსპერტიზა და სხვა.

კარგად იცით, თქვენვე აჩვენებთ, რომ აღებულია გრუნტის სინჯები, შეგროვებულია სხვადასხვა ნივთები, მიმდინარეობს მათი ექსპერტიზა, მიმდინარეობს დაკითხვები, ვიდეომასალების დამუშავება და ანალიზი.

ხელზე გაქვთ დახვეული, რატომ იმავე ღამით არ დაიწყეს ეს მოქმედებებიო. კი ბატონო. ჯერ დაველოდოთ რას გაარკვევენ. შესაძლოა ისეთი შედეგი დაიდოს, რომ ყველა გაგვაოცოს, შესაძლოა კი პირიქით, – ყველა აღგვაშფოთოს.

როცა ურემი გადაბრუნდება, ყველანი ცხრაჭკუაშვილები ვართ. იმ ღამით ვინმემ იცოდა, რომ ვინმე გარდაცვლილო იყო? როდის გაცხადდა? როდის იპოვეს? ხომ კარგად იცით, რომ ყველა ელოდება ასევე ერთ-ერთ მნიშვნელოვან ექსპერტიზას, რომელიც გამოძიებას პასუხს გასცემს კითხვაზე რამ გამოიწვია გარდაცვალება.

ახლა ექსპერტიზის ბიუროს მისდგნენ (თავისავე შექმნილს). ცხრა ბიურო რომ გვქონდეს, ამ კონკრეტულ სამუშაოებს, მაინც დრო სჭირდება. დაელოდეთ, რამდენიმე დღე დარჩა მის დასრულებამდე.

იცით ეს ყველაფერი და ტელევიზია მაინც აკეთებს განცხადებას: “ჩვენ დიდხანს ველოდეთ, არ ვაკეთებდით პოლიტიკურ შეფასებებს, ახლა კი დროა საქმეში პოლიტიკოსები ჩაერთონ”. აქამდე ხომ რას ამბობთ, პოლიტიკური არ იყო?!

აი ესაა შეურაცცმყოფელი, როცა ბრბოდ გთვლიან და ცდილობენ თავიანთი ერთუჯრედიანი, წინასწარ დაგეგმილი სცენარი, საზოგადოების მოთხოვნად შემოგატენონ.

თორემ მედიამაც უნდა განიხილოს და საზოგადოებამაც. ოღონდ ეს განხილვები რაღაც მორალის ფარგლებში უნდა ჯდებოდეს და ემსახურებოდეს საზოგადოების, ვითარების გაჯანსაღებას.

გამოძიების პირველ შედეგებამდე, ამ თემას აღარ ვეხები. იმედი მაქვს სამართალი დადგება. ვისაც ჭირისუფალზე და მთელ საზოგადოებაზე მეტად შეგტკივათ გული, დაიმშვიდეთ ნერვები.”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved