• რეკლამა
  • კონტაქტი
18:27, ორშაბათი, 21 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისი საუკეთესო კორპორატიულ ბანკად მესამედ დაასახელა

ალია ავტორი - ალია
16:41 09-21-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
35

თიბისი ერთადერთი ბანკია საქართველოდან, რომელმაც Euromoney-ს ჯილდო საუკეთესო კორპორატიული ბანკის კატეგორიაში უკვე მესამედ მოიპოვა.
საერთაშორისო ფინანსური გამოცემის აღიარება კიდევ ერთხელ ადასტურებს თიბისის ლიდერულ პოზიციას კორპორატიული საბანკო მომსახურების ბაზარზე, სადაც ბანკს 43%-იანი წილი აქვს დაკრედიტების მიმართულებით.
Euromoney-მ თიბისი გამორჩეული შედეგების, ინოვაციების, ციფრული ტრანსფორმაციისა და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომისთვის დააჯილდოვა. თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით ბანკი ამარტივებს ბიზნეს პროცესებს პარტნიორებისთვის; კომპანიებს სწრაფ და შეუფერხებელ სერვისებს აწვდის და მათი ბიზნესის უწყვეტობას უზრუნველყოფს.
2025 წელს თიბისიმ კორპორატიული ბანკინგის საოპერაციო მოდელში ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტები, მათ შორის AI Analyst Copilot, დანერგა, რომელმაც საკრედიტო დოკუმენტაციის მომზადების პროცესი ავტომატიზებული გახადა. ხელოვნური ინტელექტისა და პროცესების
გაუმჯობესების შედეგად, დაფინანსების გაცემის დრო წლიურად 11%-ით შემცირდა.
ბანკმა ასევე დანერგა უცხოურ ვალუტაში ვაჭრობის ონლაინ მოდული, რომელიც მომხმარებლებს ინტერნეტ- და მობაილბანკში რეალურ დროში კურსის შეთანხმებისა და ტრანზაქციების შესრულების შესაძლებლობას აძლევს. ამ განახლებებმა გაზარდა ოპერაციული ეფექტიანობა და კიდევ უფრო გააუმჯობესა მომხმარებლის გამოცდილება.
კორპორატიულ მომხმარებლებთან ურთიერთობის მართვის (CRM) სისტემის განვითარებამ კი ბანკს შესაძლებლობა მისცა, ბიზნესების საჭიროებებზე კიდევ უფრო მეტად მორგებული შეთავაზებები შეექმნა. შედეგად, ბიზნესწინადადებების 70% ახალ თანამშრომლობაში გადაიზარდა.
„ვამაყობთ, რომ Euromoney-ს ნომინაციაში – საუკეთესო კორპორატიული ბანკი – ყოველ ჯერზე თიბისი იმარჯვებს. ეს კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ კორპორატიული ბანკინგის ბაზრის ლიდერები ვართ – თიბისი პირველია კორპორატიულ დეპოზიტებში, სესხებსა და ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებაში. 6 700-ზე მეტი კორპორატიული მომხმარებელი გვყავს და ეს ნიშნავს, რომ საქართველოში უმსხვილესი ბიზნესები სწორედ ჩვენ გვენდობიან.
Euromoney-ს ჯილდო ჩვენი გუნდის ყოველდღიური მუშაობის, ინოვაციებისა და მომხმარებლებთან გრძელვადიანი პარტნიორობის შედეგია. ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული გადაწყვეტილებებითა და საუკეთესო გამოცდილების შექმნით ვაგრძელებთ კერძო სექტორთან პარტნიორობას და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას,“ – მერი ჩაჩანიძე, თიბისის კორპორატიული საბანკო ბიზნესის
მართვის დირექტორი.

(R)

თეგები: თიბისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისი საუკეთესო კორპორატიულ ბანკად მესამედ დაასახელა

16:41 09-21-2026
თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება – „მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა“
ახალი ამბები

თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება – „მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა“

14:45 09-21-2026
მზად მომავლისთვის – საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ
ახალი ამბები

მზად მომავლისთვის – საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ

13:10 09-21-2026
ჩაირთე ინტერნეტ და სასაუბრო პაკეტები სპეციალური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე ინტერნეტ და სასაუბრო პაკეტები სპეციალური პირობით!

12:54 09-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved