• რეკლამა
  • კონტაქტი
16:52, ორშაბათი, 21 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სამუშაო შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან

ალია ავტორი - ალია
14:48 09-21-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
50

საარჩევნო ადმინისტრაციის ორგანიზებით მედიის წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა და საარჩევნო პროცესებში მედიის როლისა და მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა. გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, რომ სწორედ მედიაა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლი საზოგადოების ინფორმირებისთვის და შესაბამისად, აუცილებელია მედიის წარმომადგენლებს ჰქონდეთ ზუსტი და სრულყოფილი ინფორმაცია საარჩევნო საკითხებზე.

„მედიას აქვს განსაკუთრებული როლი საარჩევნო პროცესში – დაწყებული ამომრჩეველთა ინფორმირებით, გაგრძელებული საარჩევნო კულტურის ხელშეწყობითა და საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფით. სწორედ ამ მიზნით, პერმანენტულად ვმართავთ შეხვედრებს მედიის წარმომადგენლებთან და გვაქვს შესაძლებლობა არამხოლოდ მივაწოდოთ აქტუალურ საარჩევნო საკითხებზე ინფორმაცია, არამედ მოვისმინოთ მათი უკუკავშირი – მათი კითხვები და რეკომენდაციები, სხვა რაკურსით დანახული პროცესი. აღნიშნული კი გვაძლევს საშუალებას, სხვადასხვა საკითხს კიდევ უფრო მეტი ყურადღებით მოვეკიდოთ, ისევე, როგორც ვიფიქროთ  პროცესის შემდგომ განვითარებაზე და გაუმჯობესებაზე. რა თქმა უნდა, ასეთი შეხვედრები გაგრძელდება როგორც მედიასთან, ისე სხვა ჩართულ მხარეებთან“, – აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.

საკრებულოს შუალედური არჩევნები, მედიის როლი და უფლებები საარჩევნო პროცესის გაშუქებისას, სამართლებრივი ჩარჩო და სიახლეები, დეზინფორმაცია საარჩევნო პროცესში: მიმდინარე გამოწვევები და პრაქტიკული მაგალითები – ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გიორგი კალანდარიშვილთან ერთად თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ, ცესკოს აპარატის/იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა გიორგი სანტურიანმა და პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა ისაუბრეს. შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე პაატა კეშელავა და წევრი ციალა შავაძე.  

შეხვედრის ფარგლებში მედის წარმომადგენლებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია ცესკოს ახალი პლატფორმის დეზინფორმაციის რეესტრის და ახალი საარჩევნო ჟურნალის „არჩევნები 360°“-ის შესახებ. აღნიშნული გამოცემა მკითხველს სთავაზობს ობიექტურ, მიუკერძოებელ და პროფესიონალურად მომზადებულ კონტენტს ქართულ და ინგლისურ ენებზე, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ბეჭდურ, ისე ციფრულ ფორმატში. ჟურნალი უკვე ითარგმნა ეთნიკური უმცირესობების ენებზე და უახლოეს მომავალში გამოიცემა. ხოლო დეზინფორმაციის რეესტრის საშუალებით ცესკო დაინტერესებულ პირებს აწვდის გადამოწმებულ და ზუსტ ინფორმაციას საარჩევნო პროცესებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით. პლატფორმა ყველა დაინტერესებულ პირს შესაძლებლობას აძლევს რეესტრში განთავსებულ ინფორმაციას გაეცნონ დინამიკაში და გაფილტრონ ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალა თემების, წლებისა თუ არჩევნების მიხედვით.

გაიმართა აქტიური დისკუსია და საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ამომწურავად უპასუხეს შეხვედრის მონაწილეთა კითხვებს.

სამუშაო შეხვედრა 18-20 სექტემბერს გაიმართა და მასში მონაწილეობა მედიის 30-მა წარმომადგენელმა მიიღო.

(R)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისი საუკეთესო კორპორატიულ ბანკად მესამედ დაასახელა

16:41 09-21-2026
თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება – „მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა“
ახალი ამბები

თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება – „მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა“

14:45 09-21-2026
მზად მომავლისთვის – საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ
ახალი ამბები

მზად მომავლისთვის – საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ

13:10 09-21-2026
ჩაირთე ინტერნეტ და სასაუბრო პაკეტები სპეციალური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე ინტერნეტ და სასაუბრო პაკეტები სპეციალური პირობით!

12:54 09-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved