• რეკლამა
  • კონტაქტი
16:35, ორშაბათი, 21 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება – „მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა“

ალია ავტორი - ალია
14:45 09-21-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
19

თიბისი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, ინოვაციებსა და განვითარებას პასუხისმგებლიან მიდგომასთან აერთიანებს. სწორედ ამ ხედვას დაეთმო თიბისის 2026 წლის მდგრადი განვითარების ღონისძიება, რომლის მთავარი თემა იყო ხელოვნური ინტელექტის კავშირი მდგრადი განვითარების შესაძლებლობებთან.

თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში გამართულ ღონისძიებას 100-ზე მეტი სტუმარი ესწრებოდა. მათ შორის იყვნენ პარტნიორი ორგანიზაციების, საერთაშორისო ინსტიტუტების, ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლები, ასევე თიბისის თანამშრომლები და მომხმარებლები.

ღონისძიება ნინო მასურაშვილმა, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილემ და რისკების მართვის დირექტორმა, გახსნა. მან ისაუბრა ბანკის ტექნოლოგიურ მიღწევებსა და იმ დადებით ზეგავლენაზე, რომელსაც დღეს ინოვაციები ბიზნესზე, თანამშრომლებსა და საზოგადოებაზე ახდენს.

თიბისის ESG კოორდინატორმა მაკა ბოჭორიშვილმა წარადგინა კომპანიის საქმიანობა მდგრადი განვითარების მიმართულებით. მათ შორის, ყურადღება გამახვილდა მდგრადი პორტფელის, მწვანე დაფინანსების, განახლებადი ენერგიის, ქალთა გაძლიერების, მრავალფეროვნებისა და მდგრადი განათლების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.

შეხვედრის ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენდა ბრიტანეთის ინჟინერიის სამეფო აკადემიის საწარმოთა და სივრცითი განვითარების დირექტორის, ანა ავალიანის მოხსენება მდგრადი ტრანსფორმაციის მნიშვნელობაზე. მან ისაუბრა საერთაშორისო პრაქტიკაზე, დამკვიდრებულ მოსაზრებებსა და რეალურ პოტენციალზე.

ღონისძიების ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს თიბისის ტექნოლოგიური მიმართულების წამყვანმა სპეციალისტებმა – კონსტანტინე ხოფერიამ და ნუცა აბაზაძემ, ასევე პარტნიორი კომპანიების – GAIA-ს წარმომადგენელმა შოთა ელყანიშვილმა და Databricks-ის წარმომადგენელმა გრაცია ფრონტოზომ. მათ ყურადღება გაამახვილეს ერთობლივად განხორციელებულ პროექტებზე, AI-სა და ინკლუზიურობის ურთიერთკავშირსა და იმ სამომავლო პერსპექტივებზე, რომლებიც მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ადამიანებზე, ბიზნესსა და მთლიანად საზოგადოებაზე.

ღონისძიება ნათელა გრიგალაშვილის პრეზენტაციითა და გამოფენის ტურით დასრულდა. მან აუდიტორიას მდგრადობისა და ხელოვნების ურთიერთკავშირი, ფერეიდანში მცხოვრები ქართველების ისტორია და დოკუმენტური ფოტოგრაფიის მნიშვნელობა გააცნო – როგორც მეხსიერების, ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების საშუალება.

თიბისი უკვე წლებია ქმნის მნიშვნელოვან პლატფორმას მდგრადი განვითარების საკითხების განსახილველად, რათა საზოგადოებას გაუზიაროს არსებული ცოდნა, შესაძლებლობები და ახალი პერსპექტივები. კომპანია მომავალშიც გააგრძელებს ამ ტრადიციას და ყოველწლიურად ახალ აქტუალურ თემებს შემოგვთავაზებს.

(R)

თეგები: თიბისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება – „მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა“
ახალი ამბები

თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება – „მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა“

14:45 09-21-2026
მზად მომავლისთვის – საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ
ახალი ამბები

მზად მომავლისთვის – საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ

13:10 09-21-2026
ჩაირთე ინტერნეტ და სასაუბრო პაკეტები სპეციალური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე ინტერნეტ და სასაუბრო პაკეტები სპეციალური პირობით!

12:54 09-21-2026
Სელფი გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის კვირეულის მონაწილეა
ახალი ამბები

Სელფი გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის კვირეულის მონაწილეა

12:32 09-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved