ალერგოლოგ-იმუნოლოგი, კლინიკა “ნეოლაბის” დირექტორი, გიორგი კამკამიძე:
ნოროვირუსზე:
2019 წელს რამდენიმე საკრუიზო ხომალდზე ერთდროულად დაფიქსირდა ნოროვირუსის აფეთქებები: ასობით მგზავრს აღენიშნებოდა ღებინება და დიარეა. ეპიდემიოლოგიური კვლევით, რომელიც მოიცავდა მგზავრების გამოკითხვას, თუ რა ჭამეს ხომალდზე ყოფნისას, აღმოჩნდა, რომ დაავადებულთა დაახლოებით 80%-ს ჰქონდა მიღებული სმუზი, რომელიც გაყინული ხილისა და კენკრისგან მზადდებოდა.
ლაბორატორიულმა ანალიზმა დაადასტურა ნოროვირუსის არსებობა გაყინულ ჟოლოში, ტროპიკულ ხილის ნაზავსა და კენკრის ნარევში. ყველა მათგანის პირველწყარო ჩინეთის ერთი მომწოდებლისგან შეძენილი დაახლოებით 10 ტონა გაყინული ჟოლო იყო ერთი და იმავე პარტიიდან, რომელიც რამდენიმე სხვადასხვა ხომალდზე იყო განაწილებული.
როგორც კი კომპანიამ ეს პროდუქტი ხომალდებიდან ამოიღო, ახალი შემთხვევები აღარ დაფიქსირებულა, ხოლო მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ იმავე წლის ნოემბერში გაყინული ჟოლოს გლობალური გამოხმობა გამოაცხადა.
ჰოდა, თუ ნოროვირუსი დადასტურდა, ინფიცირების წყარო / პროდუქტი უნდა მოიძებნოს და ამოღებული იქნას მოხმარებიდან.











კომენტარები