• რეკლამა
  • კონტაქტი
14:03, კვირა, 20 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

უხვმა ნალექმა აჭარასა და გურიაში პრობლემები შექმნა – დატბორილია ქუჩები და სახლები

ალია ავტორი - ალია
12:32 09-20-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
30

უხვმა ნალექმა აჭარასა და გურიაში პრობლემები შექმნა. ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმსა და ქობულეთში დაიტბორა ქუჩები და საცხოვრებელი სახლები, რამდენიმე ოჯახს კი წყალი სახლში შეუვარდა.

ჩაქვში გადაუღებელი წვიმის გამო წყლის ამოტუმბვის სამუშაოები მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, მინიმუმ 50 ოჯახი მძიმე მდგომარეობაშია. ადგილობრივები შესაბამის სამსახურებს დახმარებისკენ მოუწოდებენ.

სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია სწავლობს. ბათუმის მერიის განცხადებით, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ზღვაში გამსვლელი სანიაღვრე არხების გაწმენდა და დახმარება ყველა დაზარალებულ ოჯახს გაეწევა.

დატბორილი ქუჩების გამო ბათუმში დროებით შეიცვალა მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილების მარშრუტებიც.

სტიქიის შედეგებს აფასებენ ოპოზიციაშიც, სადაც ბათუმის მერიის მუშაობას აკრიტიკებენ. მათი განცხადებით, ქუჩების რეაბილიტაციასა და ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე მილიონობით ლარი იხარჯება, თუმცა ძლიერი წვიმის დროს ქალაქში დატბორვის პრობლემა კვლავ რჩება. ოპოზიციის წარმომადგენლები ხელისუფლებისგან განმარტებას ითხოვენ, რატომ ვერ ხერხდება პრობლემის მოგვარება განხორციელებული სამუშაოებისა და დახარჯული თანხების მიუხედავად.

ქუჩების რეაბილიტაციისთვის მილიონებს ხარჯავს ქალაქ ბათუმის მერია, თუმცა გაწვიმების შემდგომ პრობლემა ისევ პრობლემად რჩება, ქუჩები ისევ იტბორება. აქ უკვე ქალაქ ბათუმის მერიის პასუხისმგებლობაც დგება და ინდა ვიცოდეთ ჩვენ და ეს არის ჩვეულებრივი ლეგიტიმური კითხვები ხელისუფლების მიმართ, შენ თუ ხარჯავ მილიონებს, შედეგი რატომ არ დგება? ამ ქალაქს სჭირდება მეურვე, პატიოსანი, ხალხზე ორიენტირებული ხელისუფლება, – ამბობს ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენელი. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო

14:28 09-18-2026
ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა
ახალი ამბები

ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა

13:59 09-18-2026
მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი
ახალი ამბები

მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი

13:56 09-18-2026
ახალი ამბები

თიბისი Trump Tower Tbilisi-ს პროექტის პარტნიორია

16:46 09-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved